ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში უკვე 6 წელია რეგიონისთვის უჩვეულო წარმოება მოქმედებს, რომლის მსგავსი ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპატიტეტებში არ არის.
კომპანია “Family” დაკავებულია ხელსახოცების, ტუალეტის ქაღალდის, კოსმეტოლოგიური ხელსახოცების წარმოებით, ამავდროულად იცავს ეკოლოგიას-დაწესებულებებიდან მაკულატურას ქაღალდის ნაწარმად აქცევს და მათ გამოსაყენებლად უბრუნებს.
კომპანიის დირექტორი ნაირა ოვანასიანი ამბობს, რომ ბიზნესის იდეა მის მეუღლეს გაუჩნდა, რომელსაც არ სურდა არავისთან მუშაობა და არც „ხოფანში“ სიარული.
„დაფიქრდა რა გაეკეთებინა, რაც აღარ განმეორდება, რომ აქ იმუშავოს და ძმასთან ერთად გადაწყვიტეს დაეწყოთ ხელსახოცების და ტუალეტის ქაღალდის წარმოება, ეს არის აუცილებელი საქონელი და ჩვენთან ამას არ აწარმოებენ”- ამბობს ნაირა.
ბიზნესის დასაწყებად მან მეუღლესთან ერთად მონაწილეობა მიიღო სომხეთის ამერიკული უნივერსიტეტის საგრანტო პროგრამაში „Turpanjian Rural Development Program“ და მათმა იდეამ გაიმარჯვა. ეს პროგრამა გულისხმობს, რომ კომპანია-ბენეფიციარი ეტაპობრივად დაუბრუნებს მინიჭებულ გრანტს სამი წლის განმავლობაში.
„2017 წელს გავხსენით წარმოება, დასაწყისისთვის ვიყიდეთ 600 კგ ნედლეული, ვფიქრობდით, რომ ეს საკმარისი იქნებოდა 4 თვის განმავლობაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი 1 დღეში გაიყიდა, დავიწყეთ მუშაობა და ყველაფერი კარგად წავიდა“ – ყვება ნაირა.
სირთულეები, ისევე როგორც ნებისმიერ ბიზნესში, წარმოიშვა კოროვირუსული პანდემიის დაწყებასთან ერთად, როდესაც წარმოება ან დაიხურა ან გადაკეთდა ნიღბების მწარმოებლად.
“კორონავირუსის დროს ჩვენ საერთოდ დავიკეტეთ, ნედლეულის ჩამოტანაც არ შეგვეძლო, იყო მხოლოდ ადგილობრივი, უხარისხო, რომლის გამოყენებაც ჩვენ არ გვინდოდა, რომ კლიენტები არ დაგვეკარგა”.
დღესდღეობით კომპანიის წარმოების ბრუნვა 6 წლის განმავლობაში 50%-ით გაიზარდა. კომპანიის ასორტიმენტში არის ხელსახოცები, ტუალეტის ქაღალდი, კოსმეტოლოგიური ხელსახოცები. “Family” საკუთარ პროდუქციას მთელი მუნიციპალიტეტის მაღაზიებში, სილამაზის სალონებში აწვდის, ასევე ექოსკოპიის კერძო კლინიკებში.
“Family” ჯავახეთში უნიკალურია არა მხოლოდ წარმოებული საქონლით, არამედ სოციალური პასუხისმგებლობით. CENN-ის მორიგ საგრანტო კონკურსში მონაწილეობით და გამარჯვებით მათ შეძლეს გააფართოვონ თავიანთი წარმოება და შექმნან დამატებითი სამუშაო ადგილები.
“Идея была в том, чтобы дать рабочие места женщинам из села, которые относятся к уязвимым социальным группам. То есть посредством этого гранта мы смогли открыть рабочие места, у нас работали женщины, у которых нет высшего образования и которые до сих пор не смогли найти работу в условиях села. Также у нас работают молодые, которые занимаются доставкой нашей продукции, импортом сырья”,- говорит Наира.
გარდა ამისა, პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ კომპანია ასრულებს გარემოსდაცვით მისიას – “Family” დადო ხელშეკრულებები მუნიციპალურ დაწესებულებებთან, რომლის მიხედვითაც ისინი გადასცემენ მაკულატურას გადასამუშავებლად. “Family” ნარჩენ ქაღალდს გადაამუშავებს ხელსახოცებში და ტუალეტის ქაღალდში და აბრუნებს ამ დაწესებულებებს. ამ დროისთვის კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმეს სოფელ ეშტიის სკოლებსა და საბავშვო ბაღებს, არმატის საინჟინრო ლაბორატორიას და ზოგიერთ სხვას.
მართალია, პროექტი, რომ “Family”-მ ადგილობრივი ინსტიტუტებიდან მაკულატურა ქაღალდის გადამუშავება დაიწყო, ამ ზაფხულს დასრულდა, მაგრამ კომპანია აგრძელებს კონტრაქტორებთან მუშაობას ამ დაწესებულებებში მწვანე წარმოებისა და ქაღალდის გარეშე გამოყენების მხარდასაჭერად.
ნაირა აღნიშნავს, რომ საგრანტო კონკურსები, რომელიც ასევე მოიცავდა ბიზნეს ტრენინგს, დაეხმარა მას ბიზნეს უნარების შეძენაში, ბიზნესის მართვის სწავლაში, პარტნიორებთან კომუნიკაციაში და მრავალი სხვა.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას ნაირა ამბობს, რომ მათი მთავარი მიზანია მომხმარებელთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, საიმედო ბიზნესპარტნიორობა, ასევე წარმოების მოცულობის გაზრდა და ამის შესაბამისად ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.