დღეს, 5 აპრილს, ნინოწმინდასა და ახალქალაქში გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გაიმართა. მოსახლეობა აზუსტებდა „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა 2022“ კონკურსთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ -ს ფარგლებში გამოცხადდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრი GCSD“  პროექტს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო-ქართლის რეგიონებში ახორციელებს, რომლის მიზანია საქართველოში მოსახლეობის ინფორმირება „მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერა 2022“-ის შესახებ და ხალხის მოტივაცია კონკურსო ბიზნეს-იდეები წარმოადგინონ. ახალქალაქსა და ნინოწმინდაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია საზღვრები“ დაეხმარა GCSD-ის შეხვედრების ორგანიზებასა და ჩატარებაში.

როგორც ახალქალაქში, ასევე ნინოწმინდაში შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კონკურსთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხეს. ახალქალაქისა და ნინოწმინდის მცხოვრებლებმა დასვეს კითხვები, როგორიცაა ნედლეულის ყიდვა, ტექნიკის და მანქანების შეძენა, შესაძლებელია თუ არა პროექტში მონაწილეობა, თუ არ ხარ საქართველოს მოქალაქე, მაგრამ გაქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა? დაინტერესდნენ ტექნიკური საკითხებით.

awarmoe2

მოსახლეობის მხრიდან ასევე გამოითქვა მოსაზრებები პროექტ „აწარმოე საქართველოში“ -სთან დაკავშირებით, როგორიცაა ბიზნეს-იდეების მიღების ვადების გაზრდა, რადგან ბევრს არ აქვს დრო, რომ შეავსოს მონაწილეობის ფორმა. ასევე გამოითქვა იდეა კვოტები შემოღებაზე, რათა ჯავახეთის მცხოვრებლებმა იცოდნენ, რომ, მაგალითად, ამ რეგიონისთვის გარკვეული რაოდენობის პროექტია გათვლილი. ასევე, ორივე ქალაქში გამართულ შეხვედრებზე დამსწრეებმა ისაუბრეს მონაწილეობის სირთულეებზე, როგორიცაა სახელმწიფო ენის არცოდნა, რაც ართულებს ბიზნეს-გეგმის შედგენას. ისაუბრეს პროექტის დაწყებამდე არააქტიურ აგიტაციაზე და იმ რეგიონების მოსახლეობის კონკურენტუნარიანობის ნაკლებობაზე, სადაც ეროვნული უმცირესობები კომპაქტურად ცხოვრობენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნებისმიერი სრულწლოვანი მოქალაქე, გარდა 2020 წლის პროგრამაში გამარჯვებულებისა და მათი, ვისი იდეები 2015 წლიდან 2018 წლამდე არაერთხელ დაფინანსდა, მეწარმეებს საშუალება ექნებათ მიიღონ გრანტი, როგორც ახალი ბიზნეს-იდეების განსახორციელებლად, ასევე უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოებისთვის.

ამ პროგრამის ფარგლებში გრანტი 30 000 ლარია.

თუ ბენეფიციარი პროგრამით პირველად მიიღებს გრანტს, თანადაფინანსება (ანუ მეწარმის შენატანი) უნდა იყოს გრანტის თანხის არანაკლებ 20%, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში არანაკლებ 10%. თუ ბენეფიციარი საკუთარი ბიზნესის განვითარების გასაგრძელებლად მონაწილეობს, ბენეფიციარის შენატანი უნდა იყოს გრანტის თანხის არანაკლებ 50%, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში – არანაკლებ 25%.

პროგრამაში გამარჯვებული ვალდებულია განსაზღვროს გრანტის ოდენობა შემდეგნაირად – კაპიტალის ხარჯები არანაკლებ 90%, საბრუნავი კაპიტალი არაუმეტეს 10%.

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია 300-ზე მეტი სახის ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსება. პროგრამაში მონაწილეობისთვის ბიზნეს იდეების მიღება 11 აპრილამდე (15:00 საათი) გაგრძელდება.

პროგრამა მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის ჩამოყალიბებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

მიკრო და მცირე მეწარმეობა 2022