რამდენიმე დღის წინ, საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში,  “1+4” პროგრამით ჩაბარების მსურველებმა ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა მიიღეს, გასულ თვეში კი სომხეთში სწავლის მსურველებმა ერევანში ჩააბარეს გამოცდები.  უპირატესობას რომელ პროფესიებს ანიჭებენ ყველაზე მეტად და როგორ აკეთებენ არჩევანს მსურველები ერევანსა და თბილისს შორის? Jnews-მა სომხეთისა და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში ჩაბარების მსურველ აბიდურიენტებს შორის გამოკითხვა ჩაატარა.

ონლაინ გამოკითხვაში 50-მდე აბიტურიენტმა მიიღო მონაწილებია, რომლებიც გამოცდებზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, სომხეთისა და საქართველოს უნივერსიტეტებში ისწავლიან. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აბიტურიენტთა უმრავლესობას ჯერ არ გაუკეთებია პროფესიის არჩევანი.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, დადგინდა, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებუილებებში  ჩაბარების მსურველი აბიტურიენტების პროფესიის არჩევანი სომხეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ჩამაბრების მსურველებისაგან  განსხვავებით ძალიან მრავალფეროვანია.

ქართულ უნივერსიტეტებში ჩაბარების მსურველები ძირითადად ირჩევენ შემდეგ პროფესიებს: ქართული ენის ფილოლოგია, ეკონომიკა და ბიზნესი, ასევე იზრდება ინტერესი არქიტექტურის მიმართ.

სომხეთის უნივერსიტეტებში ჩაბარების მსურველთა პროფესიიის არჩევანი ძირითადად პროგრამირებაა, ეს განპირობებულია იმით, რომ სომხეთში ეს მიმართულება უფრო განვითარებულია. სომხეთში ასევე დიდია სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველთა რაოდენობა.

მეტი სიცხადისთვის, Jnews-მა გამოყო ცალ-ცალკე რამდენიმე სოფლიდან აბიტურიენტების პროფესიული მიმართულება:

წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჩიოდან 8 აბიტურიენტი აბარებს, უმეტესობამ სომხეთი აირჩია. აბიტურიენტებიდან ორმა პროგრამირება, ერთმა მარკეტინგი, ერთმა პოლიტოლოგია და ერთმა – ტურიზმი აირჩია. ხოლო საქართველოში უნივერსიტეტებში ჩაბარებულებს შორის ორმა აირჩია ქართული ენის ფილოლოგია, ერთმა – ტურიზმი.

წელს სოფელ ვაჩიანიდან 19 აბიტურიენტი აბარებს, მათგან 11 ქართულ უნივერსიტეტებში ისწავლის, მათ ძირითადად ქართული ენის ფილოლოგია და ეკონომიკა აირჩიეს. 8 კი სწავლას სომხეთის უნივერსიტეტებში გააგრძელებს. მათმა უმრავლესობამ პროგრამისტის პროფესია აირჩია.

წელს ხავეთიდან 5 აბიტურიენტია, მათგან 4 ქართულ უნივერსიტეტებში ისწავლის. აირჩიეს PR-მენეჯერის და ქართული ენის ფილოლოგის პროფესიები. ერთ-ერთი აბიტურიენტი უმაღლეს განათლებას სომხეთში პროგრამირების მიმართულებით გააგრძელებს.