სომხური საგანმანათლებლო ფონდი 2023-2024 სასწავლო წლის სტიპენდიის კონკურსს აცხადებს. განაცხადების მიღება 13 მარტს დაიწყო და 3 მაისამდე გაგრძელდება. სტიპენდია იმ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, სირიელ, ლიბანელ, ღარაბაღსა და ჯავახეთში მცხოვრებ სომეხ სტუდენტებს დაენიშნებათ, რომელთა საშუალო აკადემიური ნიშანი მინიმუმ 15, 3, 7 ან 75 ქულაა.
სტიპენდია მიმდინარე სასწავლო წელს განათლების ღირებულების 90%-ზეა გათვალისწინებული, რათა წარმატებულ და ნაკლებად უზრუნველყოფილ სტუდენტებს მხარი დაუჭირონ. ისინი სომხეთის საგანმანათლებლო ფონდისთვის სასურველ სპეციალობებზე უნდ სწავლობდნენ. სტუდენტი ღირებულების მხოლოდ 10%-ს იხდის.
სისტემაში დანერგვის შემდეგ სტუდენტი სტიპენდიას მაშინ მიიღებს, თუ მაღალ აკადემიურ რეიტინგს არანაკლებ 75 ქულით შეინარჩუნებს და წელიწადში 120 საათის მოხალისეობრივ სამუშაოს შეასრულებს.
სომხური საგანმანათლებლო ფონდის მიზანია ყველა სტიპენდიანტს დაეხმაროს უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავროს და სამშობლოში დაბრუნდეს, მშობლებს შეუწყოს ხელი და სომეხი ხალხის სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში წვლილი შეიტანოს.
წელს სომხური საგანმანათლებლო ფონდი საქართველოში სტიპენდიებს შემდეგი უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების სტუდენტებზე გასცემს:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
● ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
● ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
● სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
● ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
● მედიცინის ფაკულტეტი
● იურიდიული ფაკულტეტი
● ფსიქოლოგია-პედაგოგიის ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი:
● ხელოვნების ფაკულტეტი
● საბუნებისმეტყველო და მედიცინის ფაკულტეტი
● ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტი
● იურიდიული ფაკულტეტი
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი:
● პედაგოგიკის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
● ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი
● იურიდიული ფაკულტეტი
● საინჟინრო, სოფლის მეურნეობის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
● ექიმობა
● სტომატოლოგია
● ფარმაცევტული
● საზოგადოებრივი ჯანმრთელობა
● რეგენერაციული მედიცინა
● საექთნო და პროფესიული საბაკალავრო პროგრამა
კავკასიის უნივერსიტეტი:
● ბიზნესის ფაკულტეტი
● ტექნიკური ფაკულტეტი
● იურიდიული ფაკულტეტი
● ჟურნალისტიკის ფაკულტეტი
● მედიცინისა და ჯანდაცვის ფაკულტეტი
● ეკონომიკის ფაკულტეტი
● განათლების ფაკულტეტი
● ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
● მართვის ფაკულტეტი
● ტურიზმის ფაკულტეტი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
● ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი
● ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი
● ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
● სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
● საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის ფაკულტეტი
● ტექნიკური ფაკულტეტი
● ტურიზმის ფაკულტეტი
სომხური საგანმანათლებლო ფონდის მიერ დაფინანსებულ სხვა უნივერსიტეტებსა და სპეციალობას ბმულზე გაეცნობით.
სტუდენტებს, რომლებიც სომხეთში სწავლობენ, შეუძლიათ განაცხადი შემდეგი ფორმა შეავსონ.
სტუდენტები, რომლებიც საქართველოში სწავლობენ, კონკრეტულ მისამართზე უნდა გადავიდნენ.