USAID-ის დაფინანსებით და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) პარტნიორობით ამერიკული ორგანიზაცია PH International იწყებს ბიზნეს ინგლისურის 7½ თვიან კურსს 18-29 წლის ახალგაზრდებისთვის. ახალქალაქში კურსები ჩატარდება დემოკრატ მესხთა კავშირის ოფისში.
პროგრამა 7,5 თვე გაგრძელდება, ჯამში – 120 საათი. მეცადინეობები კვირაში 2-ჯერ 2 საათის განმავლობაში ზრდასრულთა განათლების ცენტრში, ტერიანის 25-ში ჩატარდება.
კურსის მიზანი პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების სამეწარმეო და ბიზნეს მიმართულებით ენობრივი უნარების განვითარებაა.
ბიზნეს ინგლისურთან ერთად პროგრამის მონაწილეები ინფორმირდებიან საქართველოში ბიზნესის დაწყების ძირითად მოთხოვნილებების, ბიზნეს-გეგმის შემუშავების საფუძვლების, ლიდერობის თვისებების განვითარებისთვის სოციალური ქსელების მარკეტინგის გამოყენების შესახებ.
ენის კურსს გამოცდილი და კვალიფიციური პედაგოგები ჩაატარებენ.
ყოველ ლოკაციაზე კონკურსის საფუძველზე ინგლისური ენის შესასწავლად 20 მონაწილე შეირჩევა.
პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდები ვალდებულნი არიან დაესწრონ გაკვეთილების მინიმუმ 70%-ს და მათი ყოველთვიური შეფასება არ უნდა იყოს 7 ქულაზე დაბალი (10-ქულიანი შეფასების სისტემით). არყოფნის შემთხვევაში მონაწილეს სარეზერვო კანდიდატი შეცვლის.
დაინტერესებულ პირებს მონაწილეობის განაცხადის შეტანა შეუძლიათ შემდეგ ბმულზე.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 31 დეკემბერი. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 595-56-25-05