ქალაქ ახალქალაქის მუნიციპალურ, ელექტრო და სხვა ბოძებზე ქაოტური სიტუაციაა, არსებული და ძველი ელექტრო, საკომუნიკაციო მავთულები ერთმანეთშია ჩახლართული. მიუხედავად ქალაქის ცენტრის რეაბილიტაციისა, სვეტების უპატრონო გარეგნობა და მდგომარეობა რჩება და ხედს აფუჭებს.

ახალქალაქში ძირითადად დამონტაჟებულია Еnergo-pro Georgia, Silknet კომპანიების და მუნიციპალური ელექტრობოძები. ბოძებზე ბევრი ელექტრო, სატელეფონო და ინტერნეტის სადენია, ზოგიერთ ბოძზე ჯერ კიდევ 90-იანი წლების სადენებია, როცა მოსახლეობა ელექტროენერგიას სახლებს ჰიდროელექტროსადგურებიდან ან კერძო პირების მიერ დაყენებული გენერატორებიდან აწვდიდა. ელექტროენერგიის სიტუაციის ურეგულირების შემდეგ ბევრი სადენი დარჩა. ბოძებზე მავთულის უზარმაზარი ქსელები ჩამოყალიბდა.

„Energo Pro Georgia“-ს ახალქალაქის ფილიალიდან გვითხრეს, რომ ჰიდროელექტროსადგურიდან არ არის ზედმეტი ელექტროსადენები, მხოლოდ ინტერნეტის ხაზებია ბოძებზე, რაზეც მათ ნებართვა მისცეს.

Silknet-დან დაზუსტებული ინფორმაციის მიხედვით, მათ ბოძებზე მხოლოდ ფიქსირებული სატელეფონო სადენებია, რომელთა ნაწილი ინტერნეტის სადენად გამოიყენება, დანარჩენი კი არ არის ამოღებული, რათა აბონენტების სურვილის შემთხვევაში მისი ადვილად აღდგენა მოხდეს.

provoda1
100-მდე მუნიციპალური ბოძი ადგილობრივ ჰიდროელექტროსადგურზე იჯარით არის გაცემული, დანარჩენი კი უბრალოდ სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, მაგრამ დახარისხება, მოწესრიგება და მართვა ჯერ კიდევ არ არის ახალქალაქის მერიის პრიორიტეტში.

“როდესაც მომავალში დავიწყებთ ამ საკითხზე მუშაობას, რა თქმა უნდა, ზედმეტ მავთულს მოვხსნით, როცა ბოძების შეცვლას დავიწყებთ, მაშინ დავიწყებთ ამაზე მუშაობას, დავტოვებთ იმ ორგანიზაციების მავთულებს, რომლებიც ჩვენი ბოძებით სარგებლობენ და გადასახადებს გვიხდიან. მაგრამ ამაზე მუშაობას როდის მიწყებთ, არ ვიცი”, – თქვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის უფროსმა არა მოვსისიანმა.