დღეს, 25 ივლისს, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-ახალციხის გზაზე სატვირთო ავტომობილი გზის პირას გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, ავტომობილში მყოფებმა, მათ შორის 5 წლამდე მცირეწლოვანმა ბავშვმა, მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
სომხური სანომრე ნიშნით მსუბუქი ავტომობილი გზის პირას გაჩერდა და აზერბაიჯანული სანომრე ნიშნებით სატვირთო მანქანა მას დაეჯახა. მსუბუქ მანქანაში სულ 5 ადამიანი იმყოფებოდა, შეჯახების დროს ქალი და შუახნის მამაკაცი და 5 წლამდე ბავშვი იმყოფებოდნენ. დანარჩენი ორი ქალი მანქანაში არ იყვნენ.
“ტრაილერი მიდიოდა, ჩვენ კი უკან მივყვებოდით. გზის მარჯვენა მხარეს მანქანა გაჩერებული იდგა და ტრაილერი მას დაეჯახა. მანქანა დაახლოებით 5 მეტრით წინ გაასროლა დს ამოაყირავა. ჩვენ მერე გავასწორეთ. ადგილზე პოლიციები არიან და სასწრაფოც დროულად მოვიდა, მაგრამ არ იყო საჭირო, რადგან დაზიანება მსუბუქი იყო”, – ამბობს გრიგოლ ოქროაძე.
აღნიშნული საქმით პოლიციამ გამოძიება დაიწყო საქრთველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას.