4 ივნისს გვიან საღამოს ახალქალაქი-ნინოწმინდის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მძღოლმა, სავარაუდოდ, სველი ასფალტის გამო, საჭე ვერ დაიმორჩილა. შემთხვევისას მძღოლი და ერთი მგზავრი, მოზარდი დაშავდნენ. ახალგაზრდას შუბლის ძვლის მოტეხილობა აქვს, ღამით თბილისში გადაიყვანეს და თავის ქალის ოპერაცია ჩაუტარდა.
ავტომობილში მძღლის გარდა 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა. ოთხივე საავადმყოფოში გადაიყვანეს, ყველა მათგანს გამოკვლევა ჩაუტარდა, სამს სერიოზული ტრავმები და დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღძრა, რომელიც გულისხმობს „სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად ან მძიმე დაზიანება გამოიწვია”.
მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობას, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან სამ წლამდე თანამდებობის თუ საქმიანობის უფლების ჩამორთმევას.