2023 წლის იანვარ-მარტში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 93 ადამიანი დაიღუპა, 1480 კი დაშავდა. სამცხე-ჯავახეთში 1 ადამიანი დაიღუპა, 40 – დაშავდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით უბედური შემთხვევების უმეტესობა, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თბილისში მოხდა – 570 უბედური შემთხვევა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა, 665- დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კახეთში დაფიქსირდა – 60 ავარიის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 111 დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა.
საქართველოს მასშტაბით ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად უმეტესად შუახნის და უფროსი ასაკის მამაკაცები იღუპებიან – 36 მანქანაში მყოფი მამაკაცი და 17 ფეხით მოსიარულე პირი. ავარიის შედეგად დაღუპულ ქალ ქვეითებს შორის 7-17 წლის მოზარდი და 61 წელს გადაცილებული ოთხი ქალბატონი. დაღუპულთა უმეტესობა სხვადასხვა ასაკის ქალია – 594 ადამიანი.