28 მაისს ახალქალაქი-ასპინძის გზატკეცილზე, ე.წ „ხანდოს“ მონაკვეთზე, მსუბუქი ავტომობილი კლდეს შეეჯახა. მძღოლი და მგზავრები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თვითმხილველების თქმით, მანქანაში ოთხი ზრდასრული და ერთი ბავშვი იმყოფებოდა. მძღოლმა კონტროლი დაკარგა და ქვას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაც დაშავდა.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველების თქმით, ბავშვი ახალციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მძღოლი და სხვა მგზავრები – ახალქალაქის რეფერალურ კლინიკაში.
ახალქალაქის საავადმყოფოში დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დაზუსტებულა. დეტალებს Jnews-ი მოგვიანებით გაცნობებთ.