“ჯავახქ” ბანაკი 31 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით ახალქალაქსა და ახალციხეში, 6-დან 12 აგვისტომდე კი ნინოწმინდასა და წალკის რაიონის სოფელ დარაგიუღში გაიმართება. 2012 წლიდან მას ახორციელებს საქართველოს სომეხთა მხარდაჭერის კავშირი, აშშ-ის აღმოსავლეთ რეგიონის ახალგაზრდების ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით.
ბანაკი ორ ეტაპად არის ორგანიზებული.
31 ივლისი-5 აგვისტო ახალქალაქსა და ახალცხაში.
6-12 აგვისტო ნინოწმინდასა და წალკის რაიონის სოფელ დარაგიუხში.
ბანაკებში 8-16 წლის ბავშვები მიუღებენ მონაწილეობას.
დამსვენებლებისთვის იგეგმება საგანმანათლებლო პროგრამა, პატრიოტულ სიმღერებისა და ცეკვების სწავლება, ტანვარჯიში და მრავალფეროვანი თამაშები.
ბანაკი 9:30 საათზე დაიწყება და 16:30 საათზე დასრულდება. დღის განმავლობაში გათვალისწინებულია ორჯერადი კვება. ყველა მონაწილე მიიღებს მაისურებს ბანაკის ლოგოთი და საქაღალდეებს საკანცელარიო ნივთებით.
ზორი ზორიანის ახალგაზრდული კავშირისა და ჯავახეთის ახალგაზრდული კავშირის წევრები ადგილზე იქნებიან და დაეხმარებიან ჯგუფის ლიდერებს, რომლებიც ჩამოდიან აშშ-ს აღმოსავლეთ რეგიონიდან.