ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების დეპარტამენტი სოციალური ქულების მქონე პირებს, ობლებს, მრავალშვილიან ოჯახებს, შშმ პირებს ფინანსურად ეხმარება.
2. გაიზარდა ორმხრივ ობოლ ბავშვთა ერთჯერადი დახმარების ოდენობა – 500 ლარის ნაცვლად 800 ლარი.
3. შეიცვალა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების ოდენობაშიც. პირველი კატეგორიის შშმ პირები 500 ლარის ნაცვლად 300 ლარს მიიღებენ. მეორე კატეგორიის შშმ პირები – 200 ლარს, ხოლო მესამე კატეგორიის – 100 ლარს.
კონკრეტული დიაგნოზით და განსაკუთრებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შემთხვევაში, პირველი და მეორე კატეგორიის შშმ პირები 1 500 ლარამდე მიიღებენ, თუ ექიმისგან შემდეგ დოკუმენტს წარადგენენ:
დახმარების ოდენობას (1500 ლარამდე) დოკუმენტის წარდგენის შემდეგ მერიაში არსებული სპეციალური კომისია დაადგენს, რომელიც თითოეულ კონკრეტულ შემთხვევას განიხილავს.
4. ახალქალაქის მერიის სოციალურ პაკეტში C ჰეპატიტით და სისხლის დაავადებებით დაავადებულთათვის დახმარებები გაუქმდა, ვინაიდან ამ კატეგორიისთვის სახელმწიფო დაფინანსება მოქმედებს.
5. ომის დროს დაღუპულთა ოჯახების სოციალური დახმარება 500 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზარდა.
უცვლელი დარჩა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პაკეტის სხვა კატეგორიები.
ვის შეუძლია ახალქალაქში 2023 წელს სოციალური დახმარება მიიღოს
სოციალური შეღავათები – ვის რამდენის მიღება შეუძლია