დღეს, 30 ივლისს, ახალქალაქის სურბ ხაჩის სომხურ ეკლესიაში 29 ივლისს, გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაღუპულთა სულის მოსახსნელად წირვა აღევლინა.
წირვა 17:00 საათზე დაიწყო.
„დღეს ვილოცეთ გუდაურში გუშინდელი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა სულების მოსახსნელად, 8 დაღუპულისთვის. დღეს საქართველოში გლოვაა გამოცხადებული. ტრაგიკული სიკვდილი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანთა სიცოცხლე, ეროვნებას არ აქვს მნიშვნელობა“, – თქვა სომხური სამოციქულო ეკლესიის სასულიერო პირმა ახალქალაქში ტერ ნარეკ ტიგრანიანმა.
შეგახსენებთ, რომ გუდაურის მთებში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა კონტროლი დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენი ჩამოვარდნილი პარაპლანისტების დახმარების ოპერაცია ატარებდა.
ვერტმფრენს ხეობიდან ორი ადამიანი უნდა გადაერჩინა, რომლებიც ხეს დაეჯახნენ და დაზიანდნენ.
ხეობაში ჩასვლისას ვერტმფრენი კუდით კლდეს შეეჯახა, რამაც უკანა პროპელერი გატეხა. ამის შემდეგ, ვერტმფრენმა სიმაღლის დაკარგვა და ვარდნა დაიწყო. თვითმხილველების თქმით, ვერტმფრენი კლდეზე შეჯახების შემდეგ აფეთქდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 8 ადამიანი, ასევე ერთი ტურისტი.