ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალხოში მოზარდებმა შემთხვევით ხაჩქარი(ჯვარი-ქვა) აღმოაჩინეს, რომელიც დღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ ჯავახეთში სომხური სამოციქულო ეკლესიის ვიკარიატის წარმომადგენლებთან ერთად სოფლის ტაძრის ეზოში გადაიტანეს.

17 აპრილს სოფელი ბალხოდან ორმა გოგონამ, ქვებთან სელფის გადაღებისას, ქვაზე 2 ამოკვეთილი ხაზი დაინახა, რომლებიც ჯვარს ჰგავდა. მშობლების დახმარებით მათ ამოთხარეს ქვა და აღმოჩნდა, რომ ეს ჩვეულებრივი ქვა არ არის, არამედ ხაჩქარია. მომრგვალებულ ფორმაზე გამოსახულია ჯვარი, ასევე წრე, მაგრამ არ არის არც ციფრები და არც ასოები.

სოფელი ბალხოს მოსახლეობის თქმით, აღმოჩენის შესახებ jnews-ის მიერ მასალების გამოქვეყნების შემდეგ, აღნიშნული ფაქტით სპეცსამსახური დაინტერესდა. სოფლის მოსახლეობა გარკვეულწილად დაბნეულია, მათი თქმით ამ გოგონების მშობლები და სოფლის რწმუნებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე გამოიძახა.

xachkar2

აღმოჩენილი ქვა დღემდე მუნიციპალიტეტის სოფელში მიმავალ გზაზე იდო, იქ სადაც იქნა ნაპოვნი. დღეს სოფელი ბალხოს შეკრებილი მოსახლეობა ჯავახეთში სომხური სამოციქულო ეკლესიის ვიკარიატის ღვთისმსახურებთან ერთად ხაჩქარი ტაძრის ეზოში გადაიტანეს, რათა ისტორიული ძეგლი უნებურად არ დაზიანდეს, რადგან ის პირდაპირ გზის ნაპირზე იდო. ხაჩქარ- საფლავის ქვამ, ბალხოს ახალი ტაძრის ეზოში იპოვა ადგილი, მის გვერდზე სხვა ხაჩქარებიც არის მოთავსებული.

xachkar3

xachkar4

დაშორებულ სოფელ ბალხოს ძველი და ახალი სასაფლაო გააჩნია. იქ ასევე არის ახალი ტაძარი და ძველი ტაძრის ნანგრევები.

xachkar1

ძველი ტაძრის ნანგრევები და სასაფლაო, სადაც ძველი საფლავის ქვები (ტაპანაკარ) მდებარეობს ერთმანეთთან ახლოსაა და საკმაოდ შორს არის განლაგებული იმ ადგილიდან, სადაც ხაჩქარი იპოვეს. აღმოჩენის ადგილი არაფრით გამოირჩევა, თუმცა ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ სხვადასხვა დროს აქ იყო ნაპოვნი ცხოველების ძვლები, ძველი ჭურჭელი…

xachkar5

Jnews-მა დეტალური ფოტოები და ვიდეოები დაამზადა, რომლებიც ხაჩქარის სპეციალისტებს გაუგზავნე. იმის დადგენა, თუ რომელი საუკუნის ძეგლია დაზუსტებით, ძალიან რთულია. ექსპერტების აზრის შესახებ მასალა გამოქვეყნდება მას შემდეგ, რაც პასუხი ჩვენთვის ცნობილი გახდება.