23 მარტს, დიდი მარხვის შუაში, ნინოწმინდის წმინდა სარგისის სახელობის ტაძრისა და რაფაელ ჯავახის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ინიციატივით ჯავახეთში ტრადიციულად აღინიშნა ქადის ფესტივალი.

ნინოწმინდის კულტურის ცენტრის ფეისბუქ გვერდის ცნობით, ღონისძიება ხალხმრავალი იყო. ქადის ფესტივალზე „მიჩინკ“ (შუა) წარმოდგენილი ქადის სახეობების რაოდენობამ სამოცდაათს გადააჭარბა.

ნინოწმინდის სულიერმა წინამძღვარმა, მღვდელმა ტერ არმაშ პოღოსიანმა აკურთხა ქადა, რომელიც შემდეგ მორწმუნეებს დაურიგეს.

Gatayi paraton

ღონისძიებას ესწრებოდნენ გუნდის „არავოტ ლუსოს“ (სამხატვრო ხელმძღვანელი – ირინა კოლიანი), სამეტყველო კლუბ „პარნასის“ მოსწავლეები (მხატვრული ხელმძღვანელი – სათიკ სნხჩიანი), ცეკვის ანსამბლი „წაღკაზარდი“ (სამხატვრო ხელმძღვანელი – ლუსინე მზიკიანი).

ფესტივალის გამარჯვებულები იყვნენ ანაჰიტ ბდოიანი – 1 ადგილი, ედუარდ ფუთულიანი და პერჩანუშ კირაკოსიანი – მე-2 ადგილი, ანგელა მოსოიანი და ირინა ჩორუგიანი, ინესა ჩოგანდარიანი და ასთღიკ ხნკოიანი – მე-3 ადგილი. 15 მონაწილეს გადაეცა წლევანდელი ნათლიის, ტიგრან მოსოიანის მიერ ნაყიდი ვერცხლის ჯვრები.

გამარჯვებულებს რაიონის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის მიერ მოწოდებული სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.

რას ნიშნავს “მიჩინკი”?

დიდი მარხვის 24-ე დღეს არასწორი სახლმმართველის კვირის შემდეგ შუალედური („მიჩინკი“) ეწოდება, ანუ დიდი მარხვის დღეები იყოფა ნახევარზე. წელს “მიჩინკმა” 23 მარტს მოუწია. ეროვნული ხალხური ჩვეულების თანახმად, დიასახლისები „მიჩინკში“ სამარხვო ქადას ამზადებენ.

მეუფე მაგაკია ორმანიანის თქმით, სახელი „მიჩინკი“ ეწოდა იმ დღეს, რომელიც დიდმარხვას შუაზე ყოფს და სადღესასწაულო მნიშვნელობის მქონეა. ის ცნობილი იყო როგორც “შუა” და ჰქონდა საკუთარი ცერემონიების ჯაჭვი.

paraton

ამ დღეს ოჯახებში, სადაც დაქორწინებული გოგო ან ბიჭი იყო, მცენარეულ ზეთში აცხობდნენ ბაგარჩს, რომელშიც დებდნენ მძივს ან მონეტას და უგზავნიდნენ რძალს ან სიძეს. დაჭრისას ისინი ზუსტად იყოფა ოჯახის ყველა წევრზე, მათ შორის შინაურ ცხოველებზეც. ის, ვისაც მონეტა ხვდებოდა, მთელი წლის განმავლობაში წარმატებული იყო.

დიდი მარხვის წეს-ჩვეულებებს შორის არის “ორმოცი შვილის” რიტუალი – როდესაც ზრდასრული გოგონები ამზადებენ ჰალვას, ქადას და ჰეძას და ლანგარზე მიაქვთ დაქორწინებული მეგობრის სახლში, სადაც დგებიან და ორმოცჯერ იჩოქებენ სიტყვებით “ორმოცჯერ ორმოცი შვილების მფარველი“. მთელი ღამე, ორმოცი შვილის ხსოვნისთვის მუხლებზე დგანან, დროდადრო მოტანილი კერძებით იკვებებიან, დილით კი ერთმანეთს თავებს ბანენ და სახლის პატრონისგან ერთი წინდის მიღებით, ტოვებენ..

ბევრ ოჯახში ამ ღამეს „ლიჩკები“ დილამდე ინთება- ეს არის ჭურჭელი, რომელშიც ზეთს ასხამენ, ახვევენ ფითილს და ცეცხლს უკიდებენ.