ნინოწმინდაში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების ცენტრი „ნაბიჯები“ გაიხსნა. პირველი დღეებიდან 4-5 ბავშვი დადის, თუმცა მუნიციპალიტეტში ოფიციალურად 55 მსგავსი პრობლემის მქონე ბავშვია.
2 აპრილს აუტიზმის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს ნინოწმინდაში ახალქალაქის აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვთა ცენტრის „ნაბიჯების“ ფილიალი კულტურის ცენტრ „რაფაელ ჯავახში“ გაიხსნა. მას ნინოწმინდის სულიერი მოძღვარი ტერ არმაშ პოღოსიანიც ეწვია.
„ახალქალაქის ცენტრის “ნაბიჯების” დამფუძნებლები სვეტლანა და გიორგი მელიქიძეები დიდი ხანია ამ დღეს ელოდებიან. მათი მიზანი აუტიზმით დაავადებული ბავშვებისა და მათი მშობლების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა, რათა ასეთი პრობლემების მქონე ბავშვებმა სრულფასოვანი ცხოვრება შეძლონ.
ამ დროისთვის ცენტრში 2 სპეციალისტი, ლოგოპედი და ფსიქოლოგი მუშაობს.
„გაკვეთილებს 4-5 ბავშვი ესწრება, მაგრამ მომავალი თვიდან უფრო მეტს ველოდებით, რადგან ბოლო პერიოდი საბუთებთან დაკავშირებით კონსულტაციებზე ვიყავით ფოკუსირებული, მშობლებსაც ვაძლევდით რჩევებს, როგორ უნდა მიიღონ დაფინანსება და ა.შ.”
სვეტლანას თქმით, ნინომინდაში ოფიციალურად აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 55 ბავშვია რეგისტრირებული. თუმცა, მისი აზრით, მათმა რიცხვიმა შეიძლება 100-ს მიაღწიოს.