მამაკაცი, რომელიც გუშინ, 4 ივნისს კორონავირუსზე ეჭვით ნინოწმინდის ჰოსპიტალის ინფექციურ განყოფილებაში გადაიყვანეს გამოწერილ იქნა, მას კორონავირუსზე PCR ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.
4 ივნისს ბავრა-ნინოწმინდის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან სატვირთო მანქანის მძღოლი, საქართველოს მოქალაქე, კორონავირუსის ეჭვით ნინოწმინდის ჰოსპიტალის ინფექციურ განყოფილებაში გადაიყვანეს. მძღოლის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნეს. მამაკაცი თავს ნორმალურად გრძნობდა.
დღეს ნინოწმინდის ჰოსპიტალის მენეჯერმა ნატო ირემაძემ Jnews-თან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ ტესტის შედეგები უკვე ცნობილია, მამაკაცი ჯანმრთელია, ის საავადმყოფოდან გაწერეს.
44 წლის მამაკაცი კორონავირუსზე ეჭვით ნინოწმინდაში გადაიყვანეს