სოფელ თორიასთან მდებარე პატარა ტბიდან, რომელსაც ადგილობრივები «თორიის გოლს» ეძახიან, დახოცილი თევზი ნაპირზე გამოირიყა.
როდესაც ხალხმა გაიგო, რომ ჯავახეთის ტბებში თევზი იხოცება, გადაწყვიტა სოფელ თორიასთან ახლოს მდებარე ტბა შეემოწმებინა. 19 მარტს იქ მივიდნენ და იგივე სიტუაცია დახვდათ, რაც ბავრაში იყო.
მოსახლეობა ამბობს, რომ არ იცის თევზის დახოცვის მიზეზი.
ხალხი ვარაუდობს, რომ წყალი დაბინძურებულია. თუ დახოცილი თევზი დიდხანს გაჩერდება წყალში, ეს იმოქმედებს საქონელზე, რადგან ზაფხულში საქონელი ტბიდან სვამს წყალს.
აღსანისნავია, რომ უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში ჯავახეთში უკვე მე-3 შემთხვევაა, რომელიც მოსახლეობამ აღმოაჩინა. 10 მარტს მოსახლეობამშეამჩნია დახოცილი თევზი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრასთან არსებულ ტბაში, ხოლო 18 მარტს მსგავსი შემთხვევა აღმოაჩინეს ქალაქ ნინოწმინდასა და სოფელ დიდ ხანჩალს შორის მდებარე ხელოვნურ ტბაში.