საქველმოქმედო პროექტი „აჩუქე ახალი წელი“, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა და ახალგაზრდული ასოციაცია „ახალგაზრდობა ახალგაზრდობისთვის“ ახორციელებს, საქართველოს ბავშვთა სახლებს ეხმარება. ახალქალაქში პროექტს ორგანიზაცია “ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” წევრები ახორციელებენ. ისინი საჩუქრებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლისთვის აგროვებენ.
ახალქალაქში პროექტში „აჩუქე ახალი წელი“ ჟანა პეტროსიანი და გრიშა მკრტჩიანი მონაწილეობენ და ნინოწმინდას ბავშვთა სახლისთვის დახმარებას აგროვებენ.
საქველმოქმედო პროექტში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ გაიღონ წიგნები, ტანსაცმელი, ტკბილეული, სათამაშოები, რომლებიც ბავშვთა სახლს გადაეცემა.
ახალქალაქის ცენტრალურ პარკში მიმღები პუნქტი 26 დეკემბერს გაიხსნება და საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობის მსურველებს 12:00-დან 18:00 საათამდე შეეძლებათ საჩუქრები მიტანა. ნინოწმინდას ბავშვთა სახლს საჩუქრები 28 დეკემბერს გადასცემენ.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 598 24 02 37 ჟანა პეტროსიანი, ან 598 991 908 გრიშა მკრტჩიანი.