ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში მიწისძვრების აღრიცხვის სეისმური ტექნიკის სისტემა მონტაჟდება. პროექტი განხორციელდა “Awesome Foundation Javakhk”-ის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის ავტორია რობოტიკისა და ნივთების ინტერნეტის [IoT] დარგის სპეციალისტი ნაპოლეონ მარიკიანი. ამის შესახებ იტყობინება რადიო NOR-ი.

თავდაპირველად, რეგიონის თითქმის ყველა მიწისძვრის ეპიცენტრში სეისმური სენსორების და გეოფონის დაყენების იდეა საქართველოს აკადემიურ წრეებში კონსტანტინე სტალინსკიმ გაავრცელა, რომელიც დაეხმარა ამ პროექტის განხორციელებას. პროექტის ავტორი აღნიშნავს, რომ მას გიორგი გოთოშიაც დაეხმარა.

მიწისძვრების ფიქსაციის ინსტალაციის ადგილად შეირჩა სოფელი სამება, სადაც მნიშვნელოვანი სეისმური აქტივობაა დაფიქსირებული. სეისმომეტრი და გეოფონი დამონტაჟებულია სოფელ სამებიდან 3 კმ-ში.

სოფელ სამებას საიდუმლო: გველები და მიწისძვრები (Photo)

პროექტის ავტორის, ნაპოლეონ მარიკიანის თქმით, ამ ინიციატივის მიზანია მიწისძვრამდე რამდენიმე წუთით ადრე სეისმური აქტივობის შესახებ მონაცემების მოპოვება, როდესაც ხდება მოძრაობები დედამიწის ფირფიტებში და წარმოიქმნება დაბალი სიხშირის ხმის ტალღები – ინფრაბგერითი, ადამიანის ყურით გაუგონარი.

ეს მონაცემები ჯერ სერვერზე შეინახება და ხელმისაწვდომი იქნება საჯაროდ. მოგვიანებით, თუ პროექტი წარმატებული იქნება, ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება RadioNOR ვებგვერდზე და ყველას შეეძლება სეისმური აქტივობის ონლაინ რეჟიმში მონიტორინგი.

გარდა ამისა, საქართველოს გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა უკვე გამოთქვეს თანამშრომლობის ინტერესი და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საკუთარი სეისმური სენსორების დამონტაჟებას გეგმავენ.

ამჟამად მუნიციპალიტეტმა უკვე დაამონტაჟა სამი სენსორი: ერთი დედამიწის ფირფიტების ჰორიზონტალურ მოძრაობას აფიქსირებს, მეორე – ვერტიკალურს, მესამე – ვიბრაციას ზომავს. ეს სენსორები რადიომოდულების საშუალებით ინფორმაციას მიწისქვეშა საბაზო სადგურს გადასცემენ და შემდეგ მონაცემებს ინტერნეტში აქვეყნებენ.

ჯავახეთში გახშირებული მიწისძვრები “მხოლოდ ჩვენს სასარგებლოდ”

მიწისძვრები მიწისქვეშა პროცესების შედეგია, რომელიც იწვევს დედამიწის ზედაპირის ვიბრაციას. ეს ფენომენები დედამიწის ქერქსა და მანტიაში მოძრაობებთან არის დაკავშირებული და ისინი წარმოქმნიან სეისმურ ტალღებს, რომლებიც დედამიწის ქერქსა და მანტიაში ვრცელდება.