25 დეკემბერს კათოლიკური ეკლესია ქრისტეს შობას აღნიშნავს.
სადღესასწაულო წირვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების კათოლიკურ ტაძარში ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის ორდინარ ეპისკოპოსმა, ჯუზეპე პასოტომ აღავლინა. წირვა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, დადგენილი წესების შესაბამისად ჩატარდა.
კათოლიკე მორწმუნეებს შობა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მიულოცა.