10 აპრილს, აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, როცა ქრისტე იერუსალიმში შევიდა, სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ წაღკაზარდი (ბზობის კვირა) აღნიშნა. ჯავახეთში საზეიმოდ აღინიშნება გაზაფხულის გამოღვიძება. სურბ ხაჩის ეკლესიაში ხალხმრავლობა იყო, თითქოს ახალქალაქი გვირგვინებითა და ტირიფის რტოებით ელოდა ლიტურგიას. წაღკაზარდის დღესასწაული ბაღის აღსაზრდელების ლექსებითა და ლოცვით დაიწყო. შემდეგ წმიდა ლიტურგია ჩატარდა.
წაღკაზარდის დროს ლიტურგია იესო ქრისტეს იერუსალიმში შესვლის აღსანიშნავად ტარდება.
ბზობის წინა დღეს, შაბათს, საზეიმო მსახურება იწყება, საკურთხევლის ფარდები იხსნება. კვირას, წაღკაზარდის დილას წირვა-ლოცვა აღევლინება, რის შემდეგაც ბზას და ტირიფის ტოტებს აკურთხებენ და მორწმუნეებს ურიგებენ.
უნაყოფო ტოტები განასახიერებს წარმართებს; მათ ნაყოფის გამოღება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც ქრისტე ეწამა. ტოტების სირბილე ქრისტეს მიმდევართა თავმდაბლობის სიმბოლოა. პალმისა და ზეთისხილის რტოების შეწირვა ქრისტესთვის, მკვდრეთით აღმდგარი მკვდრის ლაზარესთვის – სიკვდილზე გამარჯვება.
ეს დღე უფლის ვნებათა კვირის დასაწყისი – ქრისტეს ტანჯვის, რომელიც მან გადაიტანა კაცობრიობის ცოდვების გამოსყიდვისთვის.
ქრისტიანი სომხები ნაკურთხ ტირიფის ტოტებს მთელი წლის განმავლობაში ინახავენ მომდევნო წაღკაზარდის დღესასწაულამდე. დღესასწაულს წინაქრისტიანული ფესვები ჰქონდა და გაზაფხულს, ბუნების გამოღვიძებას ეძღვნებოდა. ძველად სომხები ამ დღისთვის სახლებსა და ეზოებს ალამაზებდნენ ნაკურთხი ტირიფით ან ზეთისხილის ტოტებით, რათა საცხოვრებელი ქარიშხლისგან, ქარბუქისგან დაეცვათ.
ნაკურთხ ტოტებში ადამიანები ხედავდნენ იდუმალ ძალას, რომელსაც შეუძლია გაუძლოს ბუნების სტიქიურ უბედურებებს. ძველად ეკლესიებთან ამოსული ხეები მრავალფერადი ლენტებით იყო მორთული, ასევე ტოტებზე კიდებდნენ ხილს, რაც ნაყოფიერებასთან იყო დაკავშირებული.
წაღკაზარდი- ახალგაზრდების დღესასწაულია. ამას მოწმობს ტრადიციები. ამ დღეს ბიჭები და გოგონები თავიანთ საუკეთესო სამოსში იყვნენ გამოწყობილნი. ახალგაზრდა ბიჭები ფერადი ლენტებით ტირიფის ტოტებს რთავდნენ, რომელთაც მათ საყვარელ ადამიანებს აძლევდნენ.