20 ივნისს წალკის რაიონის სომხურ სოფელ ოზნიში ჯვრის კურთხევის ცერემონია გაიმართა.
ჯავახეთის ვიკარიატის პრესცენტრის ინფორმაციით, ჯვრის კურთხევის ცერემონია სასულიერო პირების მონაწილეობით სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ვიკარიატის სულიერმა ლიდერმა ნეტარ ვარდაპეტ (არქიმანდრიტი) ტერ მაგაკია ამირიანმა ჩაატარა. კურთხევის ცერემონიის დასრულების შემდეგ ოზნის მოსახლეობის ძალისხმევით ჯვარი სოფლის მაღლობზე აიმართა.
ჯვრის კურთხევის ცერემონიის შემდეგ, მინდორში დიდი კონცერტი გაიმართა, სადაც მონაწილეობა წალკის რაიონში მოქმედი სომხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა მიიღეს.
სასულიერო პირებმა ასევე მოილოცეს სოფლის „სურბ ასტვაცამაირ“ ტაძარი, რომელიც 1860 წელს არის აშენებული.