28 მარტს, სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დიდი ხუთშაბათი აღნიშნა. ახალქალაქის სურბ ხაჩის ტაძარში დილიდან წმინდა ლიტურგია, შემდეგ ფეხის დაბანის რიტუალი და დაბნელება გაიმართა.

ქრისტეს მიწიერი მოგზაურობის დასასრულს – დიდ ხუთშაბათს – ყველა ეკლესია მთელი წლის განმავლობაში რიტუალების ყველაზე დიდ რაოდენობას ატარებს. რიტუალები იწყება დილით ადრე და გრძელდება გვიან ღამემდე.

zham

zham4

16:00 საათზე სურბ ხაჩის ტაძარში ფეხის დაბანის რიტუალი გაიმართა, რაც მიწაფეების მიმართ ქრისტეს თავმდაბლობას განასახიერებს. ბოლო ვახშმის შემდეგ იესო ქრისტემ მოწაფეებს ფეხები დაბანა და ამით მათ ნამდვილი თავმდაბლობისა და თვინიერების მაგალითი მისცა.

სამცხე-ჯავახეთისა და წალკის მთავარმა ვიკარიატმა, მეუფე ვარდაპეტ ტერ ნშან ჰაიაკიანმა ეკლესიის მსახურებს ფეხები დაბანა. ცერემონიის შემდეგ მრევლს ნაკურთხი ზეთი დაურიგეს.

zham7

zham5

19:00 საათზე დაიწყო დაბნელების რიტუალი (ხავარუმი). ის ეძღვნება ქრისტეს ტანჯვას და მის მიმართ ღალატს. წმიდა წერილის კითხვა იხსენებს ქრისტეს ლოცვას გეთსიმანიის ბაღში, მის გადაცემას, შეურაცხყოფას და იუდას ღალატს.

zham5

khavarum_1

khavarum

დიდი ხუთშაბათი სომხურ ეკლესიაში ლიტურგიით იწყება. ლიტურგიის შემდეგ მსურველები აღსარებას აბარებენ და ზიარებას იღებენ. ზიარების საიდუმლო (ევქარისტია), რომელსაც ეკლესიის მამები ლიტურგიის შემდეგ ასრულებენ, რაც სიმბოლოა ქრისტეს თავგანწირვისა, ვახშმის ხსოვნის საიდუმლოა, როდესაც მოციქულთა ზიარების შემდეგ უფალმა უთხრა, რომ ყოველთვის უნდა აღასრულონ ზიარება და თქვა: „გააკეთეთ ეს ჩემს სამახსოვროდ“.

წმინდა წერილის წაკითხვისა და სასულიერო გალობების შემდეგ მღვდელი აკურთხებს ზეთს, რომელსაც შემდეგ მორწმუნეებს ურიგებენ (ტრადიციის თანახმად, ნაკურთხი ზეთი გამოიყენება ავადმყოფობის დროს).

დიდი ხუთშაბათის საღამოს ტარდება ფეხის დაბანის სიმბოლური რიტუალი. ახლობელის სიყვარულისა და თანასწორობის გზავნილის მაგალითის მიცემით, იესომ ბოლო ვახშმის წინ დაბანა ფეხები მოციქულებს. სომხურ ეკლესიაში, უფლის მაგალითით, წმიდა სამსხვერპლოზე დაჩოქილი მღვდელი თორმეტ ახალგაზრდას ან ეკლესიის მსახურს ფეხებს ბანს და წმინდა მირონს სცხებს.

ხუთშაბათს საღამოს იწყება დიდი პარასკევის საეკლესიო რიტუალი – ჯვარცმის რიტუალი, რომელსაც ხავარუმი (დაბნელება) ჰქვია.

საკურთხეველზე თორმეტი სანთელია ანთებული, ცენტრში ერთი დიდი. იკითხება ფრაგმენტები სახარებიდან, სადაც აღწერილია იესოს სულიერი მღელვარება და მისი ლოცვა გეთსიმანიაში, იუდას შეიარაღებული რაზმით მოსვლა და ქრისტეს დაპატიმრება, უფლის დამცირება, აგრეთვე მოციქული პეტრეს სამგზის უარის თქმა და მონანიება. თითოეული ფრაგმენტის წაკითხვის შემდეგ თითო სანთელი ქრება და ბოლოს მხოლოდ დიდი რჩება ანთებული. ჩამქრალი სანთლები მოწაფეების გეთსიმანიიდან გაქცევას ჰგავს, დიდი ანთებული კი ქრისტეს მარტოობის სიმბოლოა.

zham2