დღეს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკიდან, წმინდა ნინოს მიერ განვლილ გზაზე მომლოცველთა ტრადიციული მსვლელობა დაიწყო.

პანდემიის პირობებში, წინა წლებისგან განსხვავებით, წმინდა ნინოს გზას, რამდენიმე მომლოცველი გადიოდა. როგორც ყოველ წელს, წელსაც დღესასწაული ფარავნის ტბის ნაპირას დაიწყო, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოებამ წირვა აღავლინა. შემდეგ მომლოცველებმა დაიწყეს მსვლელობა. წლეულს წმიდა ნინოს ხატებს სამხედრო პირები მოაბრძანებდნენ. მომლოცველებს შორის ბევრი ქალი და სასულიერო პირი იყო.

წმინდა ნინოს ცხოვრება 

წმინდა ნინოს ხსენების დღეს საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ლ (19) ივნისს აღინიშნება მისი საქართველოში ჩამოსვლა და 27 (14) იანვარს- მისი გარდაცვალების დღე.

ღვთისმშობელმა შეისმინა ნინოს ლოცვები და სიზმარში გამოეცხადა: «წადი ჩემთვის განსაკუთრებულ საქართველოში და იქ იქადაგე უფლის იესო ქრისტეს სახარება, რომ მისი მადლი გადმოვიდეს და მე შენ მფარველობას გაგიწევ».

წმინდა ნინო საქართველოსკენ გაემართა. ფარავნის ტბაზე ის მცხეთელ მწყემსებს შეხვდა, რომლებმაც თავიანთი მიწის შესახებ უამბეს და უთხრეს, რომ ისინი მალე სახლში დაბრუნდებოდნენ. ნინომ მწყემსებისგან მათთან ერთად მსვლელობის ნებართვა ითხოვა. გზად დიდი სირთულეების გადატანის შემდეგ, საბოლოოდ მიაღწია ქალაქ ურბნისს და გარკვეული დროით იქ დარჩა. მალე ის წარმართ ურბნისელებთან ერთად, რომლებიც არმაზის კერპის თაყვანისცემას აპირებდნენ, მცხეთაში ჩავიდა.

წმინდა ნინომ თავშესაფარი იპოვა სამეფო მებაღის ოჯახში. წმინდა ნინოს ლოცვების წყალობით ღმერთმა უშვილო ოჯახს შვილი მიანიჭა. მოქცეულმა მეუღლეებმა აღიარეს ქრისტე და წმინდა ქალწულის მოწაფეები გახდნენ. ქრისტიანული სარწმუნოების მიმდევრები წმინდა ნინოს მიყვნენ. მალე ის იმდენად ცნობილი გახდა, რომ ბევრი წარმართი მას დახმარების თხოვნით მიმართავდა და, მას შემდეგ, რაც დახმარებას იღებდნენ, ქრისტეს აღიარებდნენ.

მოციქულთა თანასწორი წმინდა ნინოს ღვაწლის წყალობით საქართველოში ქრისტიანობა აღორძინდა და განმტკიცდა.

წმინდა ნინო სოფელ ბოდბეში განისვენებს. ის იქ საკუთარი სურვილით დაკრძალეს. ამის შემდეგ მის საფლავზე მეფე მირიანმა დიდი მოწამის გიორგის სახელზე ტაძარი ააგო. დღეს ამ ადგილას წმინდა ნინოს სამოციქულო დედათა მონასტერი მდებარეობს.

ფოტოები მსვლელობიდან:

Nino way

bem

uxtavor4

zolot

Nino

nino2

meupe

malishka

uxtavor2

uxtavor3

uxtavor

mashina

meupe2