14 აპრილს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიამ დიდი (წმინდა) ხუთშაბათი აღნიშნა. ეს დღე ბოლო ვახშმის ხსოვნას ეძღვნება: საიდუმლო ვახშამზე იესო ქრისტემ დააწესა ევქარისტიის რიტუალი – წმიდა ზიარება.

3

ქრისტეს მიწიერი გზის ბოლოს – დიდი ხუთშაბათის დღეს – ყველა ეკლესიაში ყველაზე მეტი რიტუალი იმართება მთელი წლის განმავლობაში. რიტუალები იწყება დილით ადრე და გრძელდება გვიან ღამემდე.

ახალქალაქის სურბ ხაჩ ტაძარში დილის წირვის შემდეგ აღევლინა სინანულის ცერემონია, შემდეგ კი საღმრთო ლიტურგია, რომელიც სიმბოლოა საიდუმლო ვახშმისა : ღვინო, როგორც ქრისტეს სისხლის სიმბოლო, პური – ქრისტეს სხეული.

13

საღამოს ტარდება ფეხების დაბანის რიტუალი, რომელიც განასახიერებს ქრისტეს თავმდაბლობას მოწაფეების მიმართ.

7

6

10

დაბნელება (ხავარუმი) ეძღვნება ქრისტეს ტანჯვასა და მის მიმართ ღალატს: საკურთხეველზე 12 სანთელი ინთება, ცენტრში თავსდება 1 დიდი სანთელი. წმინდა წერილის კითხვა განასახიერებს ქრისტეს ლოცვას გეთსიმანიის ბაღში, შეურაცხყოფას და იუდას ღალატს.

11

დიდ ხუთშაბათს საკურთხეველში 12 სანთელი ქრება, როგორც მოწაფეების გაქცევის სიმბოლო, ცენტრში მხოლოდ ერთი სანთელი რჩება ანთებული – მარტოდ და უმწეოდ დარჩენილი ქრისტე.