ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღე აღნიშნეს.

ფარავნის ტბის სანაპიროზე, წმინდა ნინოს მონასტერში, უამრავი მომლოცველი შეიკრიბა სხვადასხვა ქალაქიდან და სახელმწიფოდან. სადღესასწაულო წირვა სოფელ ფოკაში გაიმართა. ყოველწლიურად პირველ ივნისს აქ წმინდა ნინოს ხსენების დღე აღინიშნება და აქ იწყება საქართველოს რელიგიური დედაქალაქისკენ, მცხეთისკენ, მომლოცველობა. მომლოცველები იმეორებენ იმ გზას, რომელიც ოდესღაც წმინდა ნინომ გაიარა და საქართველოში ქრისტიანობა გაავრცელა.

ninobaa

ლიტურგიის შემდეგ მსვლელობა დაიწყო. ერთ თვეზე მეტხანში მომლოცველები ჯავახეთიდან მცხეთაში გაემგზავრებიან 13 ივლისს სვეტიხოვლობის სადღესასწაულო წირვაში მონაწილეობის მისაღებად.