ნაგვის პრობლემა ახალქალაქში აქტუალობას არასდროს კარგავს. გარდა იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ნაგვისგან ფართოდ და რეგულარულად გაწმენდის საკითხში კვლავ ტექნიკური პრობლემებია, მენტალური თავისებურებაც ემატება. სახლებში სუფთა ახალქალაქის მოსახლეობა, უმეტესწილად, არ ასრულებს სამოქალაქო პასუხისმგებლობას ქალაქსა და სოფლებში სისუფთავის დაცვაზე, ნაგავს მიწაზე ყრიან ნაგავსაყრელიდან თუნდაც ერთი ნაბიჯის მოშორებით.
სურათი ახალქალაქის მერიის მოპირდაპირედაა, სადაც პატარა სკვერია: მიდის ქალი, ხელში დაჭმუჭნული ქაღალდი უჭირავს, ნაგვის ურნასთან გადის და ნაგავს მისგან ერთი მეტრის მოშორებით ყრის. სიტუაციის მიმართა არაგულგრილი მოწმეების კითხვაზე, თუ რატომ ჩააგდო ნაგავი არა ურნაში, არამედ მის გვერდით, ქალი გვპასუხობს: “რა მოხდა?”
ასეთი მიდგომა ახალქალაქებში იშვიათობა არაა. ბევრი თვლის, რომ ნაგვის მდინარეებში გადაყრა შეიძლება, რადგან „წყალი წაიღებს“, ან პირდაპირ ბუნებაში დატოვება, პიკნიკის შემდეგ. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ გარემოზე და ცდილობენ, შეძლებისდაგვარად, არ დააბინძურონ ის.
ჟანა ჩოკანდარიანი არის აქტივისტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამიდან, რომელიც სხვადასხვა გარემოსდაცვითი პროექტის მონაწილე იყო, ახლა კი მსგავს პროექტს თავად იწყებს „ქულ სქულის“ ფარგლებში.
„ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი მსოფლიოს ეკოლოგია უარესდება, ბუნებას მეტი ყურადღება სჭირდება, ამ ყველაფრის ყურებით გადავწყვიტე, რომ «ქულ სქულის» ფარგლებში გვქონდეს ბუნების დაცვის შესახებ ინფორმაციის მქონე გაკვეთილები, შემდეგ კი ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა ტერიტორიების დასუფთავებას“,- ამბობს ჟანა.
ის მიიჩნევს, რომ არაფორმალური განათლების პროცესში ამ თემების განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სკოლაში, ფორმალური განათლების ფარგლებში, ბავშვები საკმარის ინფორმაციას ვერ მიიღებენ.
„ტრენინგების დახმარებით, სხვადასხვა აქტივობების დახმარებით, ბავშვები იგებენ, თუ როგორ შეუძლიათ ხელი შეუწყონ ბუნების მდგომარეობის გაუმჯობესებას, ოღონდ საკუთარი მცირე წილით, თუნდაც უბრალოდ ნაგვის არა ქუჩაში, არამედ ურნაში გადაყრით»,- კომენტარს აკეთებს აქტივისტი.
ჟანნა ამატებს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, მისი აზრით, ადგილობრივი მენტალიტეტი, კულტურაა და მხოლოდ ამის შემდეგ – ინფორმაციის ნაკლებობა.
„ადამიანი ფიქრობს, , აქ გადავყრი და გაივლის, ბევრს არ ესმის, რომ ბანანის ქერქს თუ დავაგდებთ ხის ძირას, ის ბუნებას არ დააზარალებს, ხოლო პლასტმასის ბოთლი -ზიანს მიაყენებს. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ მხოლოდ მათი ძალისხმევით არაფერი შეიცვლება. თუმცა ეს ასე არ არის – რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს ამას, იწყებს უფრო პასუხისმგებლობით მოქცევას, მით უფრო იცვლება მისი გარემო, თუ ეს ადამიანი ნაგავს არ დაყრის მიწაზე, მისი მეგობარიც, როცა ამას დაინახავს, ამას არ გააკეთებს, ყოველ შემთხვევაში, წესიერების გამო»,-ამბობს ჟანა.
ახალქალაქის სერვისცენტრის დირექტორი მხითარ რსტაკიანი მიიჩნევს, რომ რეგიონში ბუნების მიმართ უპასუხისმგებლო ადამიანების რაოდენობა სულ უფრო მცირდება.
„ჩვეულებრივი მოქალაქეები ყველანი ნორმალურად ეპყრობიან, რომლებიც აბინძურებენ, მაგრამ ალბათ, ისინიც გამოსწორდებიან. 80% უკვე მიეჩვია, რომ არის ურნები, ნაგავი ურნებში უნდა გადაყარონ, ქუჩების დაბინძურება არ შეიძლება. ადრე მზესუმზირის ნაჭუჭს ქუჩაში ყრიდნენ, ახლა არ ყრიან“, – კომენტარს აკეთებს ის.
საქართველო მრავალი წელია ცდილობს საკანონმდებლო დონეზე ებრძოლოს გარემოს დაბინძურებას, იღებს ამკრძალავ კანონებს და რეგულაციების, რომლებიც პრაქტიკაში არ სრულდება. ამგვარად, პოლიეთილენის პარკების აკრძალვის, გარემოს დაბინძურების გამო ადამიანების დაჯარიმების შესახებ კანონი და რიგი მსგავსი ნორმები პრაქტიკაში არ გამოიყენება. ხოლო თუ მოსახლეობა საკუთარ სამოქალაქო პასუხისმგებლობას დაარღვევს, ეკოლოგიური პრობლემა მხოლოდ გაუარესდება.