ახალქალაქი Caucasus Cinema 2022 კინორეჟისორთა პროგრამაში შევიდა, რომლის ფარგლებშიც ათობით დამწყები და პროფესიონალი რეჟისორი, კინორეჟისორი, მსახიობი, მუსიკოსი, მწერალი, რედაქტორი, ჟურნალისტი და პროდიუსერი წელიწადში ორჯერ ჩამოდის საქართველოში, რათა კინემატოგრაფიასთან ითანამშრომლოს.
პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეებმა საქართველოს წინასწარ განსაზღვრულ რეგიონებში 5 კვირის განმავლობაში უნდა იმოგზაურონ, თითო რეგიონში ერთ კვირას დაჰყოფენ. 2022 წლის შემოდგომაზე ჯავახეთი პროგრამულ სიაში მეორე რეგიონი გახდა.
30 ახალგაზრდა კინორეჟისორი საქართველოდან, ამერიკიდან, ყაზახეთიდან, ავსტრიიდან, ბრაზილიიდან, ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, უნგრეთიდან, გერმანიიდან ორშაბათს, 3 ოქტომბერს ახალქალაქში ჩამოვიდა. ერთ კვირაში მათ მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება და დამუშავება შეძლეს. კვირას, 9 ოქტომბერს ახალქალაქში, მომავლის სახლში პრემიერა შედგება.
„ფილმის წყვილზეა, რომელიც ერთად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა. მათ ერთმანეთი ახალგაზრდობაში შეუყვარდათ, თუმცა არ იცოდნენ მომავალი რას უმზადებდათ. ახლა უფროსები არიან და მათი სურვილები შეიცვალა. ხშრად ჩხუბობენ და საბოლოოდ შორდებიან. დანარჩენს კვირას ნახავთ“, – ჰყვება ფილმის რეჟისორი და პროექტის მონაწილე მოლი ფირიკი.
“ახალქალაქის დიდი გულშემატკივარი ვარ. საქართველოს სხვა კუთხეებისგან ძალიან განსხვავდება, – აღნიშნავს იგი, – ადგილობრივ რესტორნებში პურის ნაცვლად ლავაშს მიირთმევენ. ვისურვებდი, რომ ხალხი უფრო გახსნილი იყოს, არ ეშინოდეთ კამერების წინ ლაპარაკის, რადგან მათ შორის, ვინც საქართველოში შემხვედრია, ყველაზე კეთილი და კარგი ხალხია“.
Caucasus Cinema – რადიკალური ჩაძირვის გზით კინოს შექმნის უნიკალური მოდელი. წევრები ყოველ კვირას მუდმივად ცვალებად გუნდებში ერთად ქმნიან ორიგინალურ მოკლემეტრაჟიან, დოკუმენტურ ფილმებს და მუსიკალურ ვიდეოებს.