დღეს, 11 ივლისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც ორი საკითხი განიხილეს. ერთი მუნიციპალიტეტში ბანკომატების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობას ეხებოდა, მეორე კი „ქართული სამედიცინო ჰოლდინგისთვის“ გადაცემულ მუნიციპალიტეტის ამბულატორიულ კლინიკებს.
პენსიონერები იმიტომ ჩივიან, რომ ყოველთვიურად რიგში დგანან პენსიის აღებად. საპენსიო დღეებში ბანკომატებთან დიდი რიგებია. პენსიონერები პენსიისთვის რიგში დგანან, როგორც ბანკომატებთან, ასევე თავად ბანკის სალაროებში.
საკითხის განხილვის შემდეგ, დეპუტატებმა გადაწყვიტეს წერილი გაეგზავნათ LIBERTI Bank-ის ხელმძღვანელობისთვის, მუნიციპალიტეტში ბანკომატების რაოდენობის გაზრდის თხოვნით. ისინი ასევე წერილს გაუგზავნიან თიბისი და საქართველოს ბანკების ხელმძღვანელობას.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში LIBERTI-ის მხოლოდ სამი ბანკომატია, ორი ბანკში, მესამე მერიის შენობაში.
დღის წესრიგის მეორე საკითხი ეხებოდა მუნიციპალიტეტის მიერ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის“ გადაცემულ სამედიცინო პოსტებს, წლის დასაწყისიდან მუნიციპალიტეტმა უზუფრუქტის უფლებით ჰოლდინგს გადასცა 7 სამედიცინო პოსტი და კიდევ 5 სახელმწიფოს „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში“ შემდგომი გადაცემისთვის.
ჰოლდინგმა სოფელ ბარალეთის სამედიცინო ცენტრის საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.
დეპუტატებმა საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვიტეს წერილი გაეგზავნათ ჰოლდინგის ხელმძღვანელობისთვის, რათა ადგილობრივ ხელისუფლებას აცნობონ, რა სამუშაოები ჩატარდა ჰოლდინგში გადაყვანილ ამბულატორიულ კლინიკებში 7 თვის განმავლობაში და რა ღონისძიებები იგეგმება მომავალში ამ ამბულატორიულ კლინიკებში.
სოფლები, რომელთა ამბულატორიები უკვე გადაყვანილია:
მაჯადია, დილისკა, ზაქი, გოდოლარი, არაგვა გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში შემდგომი გადაცემის მიზნით ქართულ სამედიცინო ჰოლდინგს.
აზავრეთი, ბარალეთი, გოგაშენი, იხტილა, ალასტანი, კარტიკამი, კუმურდო – ამ სოფლებში უზუფრუქტის ობიექტად ჰოლდინგს გადაეცა ამბულატორიები.