2 ივნისს, ახალქალაქში პროექტის – “საქართველოში სამოქალაქო მედეგობის გაძლიერება დემოკრატიის ხელშეწყობით,” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ – «ქალები ჯავახეთის მომავლისთვის» განახორციელა.
შემაჯამებელი შეხვედრა ჩეხური ორგანიზაცია «ფიფლ ინ ნიდ»-ის მისასალმებელი სიტყვით დაიწყო.
«ორგანიზაციის წარმომადგენლები, ძალიან მოხარული ვართ, რომ მედიაწიგნიერების პროექტის განხორციელება შეგვიძლია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რათა რეგიონებში საქართველოს ყველა მოქალაქეს თანაბარი შესაძლებლობება მივცეთ. პროექტი გარდა სამცხე-ჯავახეთისა, იმერეთში, სამეგრელოსა და ქვემო ქართლში ხორციელდება. ეს უკვე მეორე ღონისძიებაა, რომელსაც ვატარებთ და ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, რას ფიქრობთ პროექტისა და იმ ფილმების შესახებ, რომელსაც გაჩვენებთ. მსგავსი პროექტები კიდევ გაგრძელდება», – თქვა People in Need Georgia- ს კონსორციუმის მენეჯერმა, გიორგი ჯანგიანმა.
ამის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაცია «ქალები ჯავახეთის მომავლისთვის» წევრებმა პროექტი წარადგინეს. შემდეგ კი, აჩვენეს დოკუმენტური ფილმიდან ნაწყვეტი Instagram-ზე. ასევე, ჩატარდა ვიქტორინა და პროექტის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია «ქალები ჯავახეთის მომავლისთვის» სოფელ კარტიკამსა და ვაჩიანში ახორციელებს პროექტს. ეს პროგრამა იანვარში დაიწყო. პროექტის ფარგლებში ნაჩვენები იყო 5 დოკუმენტური ფილმი. ყოველი ჩვენების შემდეგ ტარდებოდა დისკუსიები, სადაც დეტალურად განიხილებოდა რა როლი აქვს მედიას, როგორია ჟურნალისტის საქმიანობა, რა არის სოციალური ქსელები და როგორ დავიცვათ პირადი მონაცემები.
სამცხე-ჯავახეთში პროექტი – «ფიფლ ინ ნიდ»-ის მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაციამ «ქალები ჯავახეთის მომავლისთვის» და LAG-მა განახორციელეს, რომლებიც ახალგაზრდებთან, ქალებთან და მოხუცებთან მუშაობდნენ.
პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრის მიერ TRANSITION-ის პროგრამის და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში.