ჯავახეთის სოფელ ხავეთის მკვიდრს, სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მე-2 არმიის კორპუსის მეთაურს, პოლკოვნიკ გარეგინ პოღოსიანს გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა.
გარეგინ პოღოსიანმა არტილერისტის პროფესია მამის ბაბუის შთაგონებით აირჩია, ვინც მეორე მსოფლიო ომის დროს არტილერისტი იყო. 1999 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთში სკოლის დამთავრების შემდეგ გარეგინმა ერევნის ვაზგენ სარგსიანის სახელობის სამხედრო ინსტიტუტში ჩააბარა. 2003 წელს წარმატებით დაასრულა და სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ოფიცერი გახდა და სამსახურის გაგრძელების შემდეგ დაიწყო სხვადასხვა თანამდებობების დაკავება.
გარეგინი დაიბადა 1982 წელს სამველ პოღოსიანისა და კატია ხედოიანის ოჯახში. მამამისი სამველ პოღოსიანი, პროფესიით ინჟინერი-მექანიკოსი, სსრკ-ს დაშლამდე იყო კოლმეურნეობის თავმჯდომარე, ახლა კი სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. დედამისი კატია ხედოიანი წლების განმავლობაში სოფლის საჯარო სკოლაში სომხურ ენასა და ლიტერატურას ასწავლის.
გულში კანკალით და თვალცრემლიანი მშობლები კონკრეტულად 44-დღიან ომს იხსენებენ, რადგან მთელი 44 დღე ცხოვრობდნენ შფოთვისა და შიშის ატმოსფეროში.
„44-დღიანი ომის დროს ჩემი შვილი ომის ყველაზე ცხელ წერტილებში იბრძოდა, არტილერისტი იყო. მთელი ომის განმავლობაში ჩემი შვილის ოჯახიც იყო არცახში, ქარვაჭარში. ომის დაწყების დღიდან, როცა ეს სამწუხარო ამბავი გავიგეთ, ჩემს შვილს ვერ ვუკავშირდებოდით და ასე 44 დღის განმავლობაში, არც ოჯახთან ჰქონდა კავშირი, არანაირი სიახლე, მხოლოდ ერთხელ, ომის მე-10 დღეს დარეკა, მაგრამ ჩვენთან არ ულაპარაკია, არ უთქვამს არც კარგი და არც ცუდი, მისი ხმა ისმოდა, ჯარისკაცებს არტილერიის მომზადების ბრძანება გასცა, ეს სიტყვები გავიგეთ და კავშირი გაწყდა და ასე ომის დასრულებამდე“, – ყვება გარეგინის მამა.
მთელი სამსახურის განმავლობაში გარეგინ პოღოსიანის ოჯახს ყოველ ჯერზე უწევდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. მიუხედავად ევაკუაციის ბრძანებისა, მისი ოჯახი ომის დასრულებამდე დარჩა არცახში.
„უფრო რთული იყო, როცა ვიცოდი, რომ ჩემი შვილის ოჯახიც იქ იყო, მტრის ცეცხლის ქვეშ. კარგად ვიცნობდი ჩემს შვილს, ვიცოდი, რომ ის და მისი ოჯახი ბოლომდე იქ დარჩებოდნენ. ჩემი შვილი პატრიოტად გავზარდე. ბავშვობაში ოცნებობდა სამხედრო გამხდარიყო და როცა სამხედროობა გადაწყვიტა და სომხეთში გაემგზავრა, მის არჩევანს დავთანხმდი. თავიდან ძალიან რთული იყო, როგორც თავიდა, ასევე ახლა. თავიდან იყო კომუნიკაციის პრობლემები, შემდეგ სამსახურის გამო დრო არ იყო საკმარისი და ბოლო მოვლენების დროს საერთოდ არ გვქონდა ურთიერთობა. 44 დღე უძილო ღამეები გავატარე ჩემს შვილზე ფიქრში. ომის ბოლოს რომ შემოვიდამისი ზარი, თითქოს მთელი სამყარო მაჩუქეს“, – ცრემლიანი თვალებით ყვება გარეგინის დედა.
ომის პირველივე დღიდან გარეგინი იბრძოდა ყველაზე ცხელ წერტილებში ჯაბრაილიდან კოვკასანამდე, იბრძოდა გმირულად, ასრულებდა ვალდებულებებს. გარეგინმა შეძლო არტილერიის დახმარებით მტრის უწყვეტი თავდასხმების გაჩუმება და უკან დახევა, დღეების განმავლობაში ალყაში მყოფი, მაგრამ მან შეძლო გეგმის შემუშავება და მტრის ხაზის გარღვევა და მთელი თავისი პირადი შემადგენლობის უვნებლად გაყვანა. ომის დასასრულს გარეგინ პოღოსიანს სიმამაცისთვის სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
გარეგინ პოღოსიანის შესახებ 44-დღიანი გმირობის შესახებ წიგნშიც წერია.
”არტილერია -ომის ღმერთი, ჩვენ ამის მოწმეები გავხდით გარეგინის ხელმძღვანელობით… თითქოს და ბრძოლის დადებითი შედეგი დამოკიდებული იყო თითოეული დავალების წარმატებით შესრულებაზე, რომელსაც ის იღებს, და ყველა დავალებას, ყველა ამოცანას წარმატებით ასრულებს“.
და ერთი კვირაც არ არის გასული, რაც გარეგინი გენერალ-მაიორი გახდა და მთელი გეღარქუნიკი მას დაევალა. გარეგინის მშობლები ამაყობენ, რომ მათი შვილი სიმაღლეებს აღწევს, მასზე მთელი ერი ლაპარაკობს, ჰყავთ გმირი შვილი, რომელსაც მთელი ჯარის კორპუსს ანდობენ, მაგრამ სიამაყის უკან შიში დგას, რადგან საზღვარზე მათი შვილის სიცოცხლე საფრთხის წინაშეა.
„ვამაყობ, რომ ასეთი შვილი მყავს, მაგრამ მეშინია, რადგან საზღვარზე არ არის სიმშვიდე“, – ასკვნის გარეგინის დედა.