დღეს, Zinknetwork-მა, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, ახალქალაქის საკრებულოში სოფლის ექთნებთან კოვიდვაქცინაციასთან დაკავშირებით საკომუნიკაციო პროექტის მეორე შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი მახარე მაცუკატოვი და სხვა პირები ესწრებოდნენ.
საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სოღომონ ასლანიანმა სხდომაზე ისაუბრა ახალქალაქის რაიონის 18 სოფლის სამედიცინო პუნქტში არსებულ პრობლემებზე, როგორიცაა ავეჯი, ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია; რემონტი და რაც მთავარია სამედიცინო აღჭურვილობა.
ZinkNetwork-ის წარმომადგენელმა, ნანა ორმოცაძემ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს თანმიმდევრულად გააცნობენ ყველა არსებულ პრობლემას.
ის ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მსგავსი შეხვედრების გამართვას ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში, რათა კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია მათ ენაზე იყო ხელმისაწვდომი.
„აღნიშნული ორგანიზაცია USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტს ოქტომბრიდან ახორციელებს. მათი მიზანია შეხვედრები გამართონ საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რაიონებში, შეხვდეს მოსახლეობას და აღმოფხვრან არსებული ინფორმაციული ვაკუუმი“, – თქვა მან.
ნანა ორმოცაძის თქმით, პირველადმა კვლევებმა ცხადყო, რომ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს არ აქვთ შესაბამისი ინფორმაცია მშობლიურ ენაზე, რათა ვაქცინაციასთან დაკავშირეით გადაწყვეტილება მიიღონ.
“ჩვენი სამიზნეა სამცხე-ჯავახეთის რეგიონი. ეს არ არის ჩვენი პირველი ვიზიტი, ნოემბერშიც ვესტუმრეთ, სამომავლოდაც ვგეგმავთ ვიზიტებს“, – დასძინა მან.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი სხდომის ინიციატორი საკრებულო იყო.
„როდესაც ისინი ნინოწმინდასა და ახალქალაქის სოფლებს პროგრამით ეწვივნენ, სადაც ხალხს გააცნეს კორონავირუსის პრევენციის მეთოდები, ერთ-ერთ ამ შეხვედრას დავესწარით. დავპირდი, რომ შეხვედრის ადგილს გამოვყოფდით. გვყავს 44 ექთანი, მოვაწყობთ შეხვედრას, ვფიქრობ, ექნებათ კითხვები კორონავირუსთან და მის მკურნალობასთან დაკავშირებით და ა.შ“, – განაცხადა ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა.
საკრებულოს წარმომადგენლებმა რეგიონში არსებული სამედიცინო ცენტრების პრობლემებზეც, დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრეს. შეხვედრის მიზანია გამოსავალი უმოკლეს დროში მოიძებნოს.
„დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის კოვიდს. გვინდა, რომ სარგებელი მივიღოთ მუნიციპალიტეტისთვის, გამოვიყენოთ მიღებული აღჭურვილობა, დავეხმაროთ ხალხს“, – დაამატა ირიციანმა.
ახალქალაქში ათობით სასუნთქი აპარატი, მიუხედავად მათი საჭიროებისა, არ გამოიყენება
შეხვედრაზე სპეციალისტებმა ექთნებს სასუნთქი აპარატის გამოყენების წესებიც გააცნეს. აპარატები რაიონმა შარშან მიიღო.
შეხვედრისას თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ განყოფილების ექიმმა, ნუცა სორდიამ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტმა, ზურაბ ალხანიშვილმა 44 რაიონულ ექთანს გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს.