დღეს, 30 დეკემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში COVID-19 ინფექციის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების შემდეგ სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 3 957 შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, ახალქალაქში 313 და 134 ნინოწმინდაში.
სამცხე – ჯავახეთის გუბერნიის წარმომადგენლის, გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე – ჯავახეთში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
7 – ახალციხეში
1 – ადიგენში
2 – ახალქალაქში
13 – ბორჯომში
0 – ნინოწმინდაში
2 – ასპინძაში
საერთო ჯამში, რეგიონში 469 ადამიანი იზოლირებულია:
ახალციხე – 89
ახალქალაქი – 66
ბორჯომი – 118
ნინოწმინდა – 3
ასპინძა – 38
ადიგენი – 55
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში 127 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსის შედეგად სიკვდილის შემთხვევა დღეისათვის არ დაფიქსირებულა.
რეგიონში სულ 3338 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 41 გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ელოდებიან 122 ადამიანის ტესტის შედეგებს. გამოვლენილია 40 კონტაქტი ინფიცირებულთან, მიმდინარეობს კვლევა.