შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით წარმოადგინა. სტატისტიკურ რეიტინგში პირველ ადგილს დედაქალაქი თბილისი იკავებს ძალადობის 223 შემთხვევით, ხოლო ძალადობის ფორმებს შორის დომინირებს ფსიქოლოგიური ძალადობა – 419.
2024 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში ძალადობრივი ინციდენტების საერთო რაოდენობამ 422 შეადგინა.
ამგვარად:
სამცხე-ჯავახეთში ძალადობის შემთხვევები 6 იყო, ყველა შემთხვევა ფსიქოლოგიური ხასიათისა იყო, თუმცა ფსიქოლოგიური ძალადობის ერთი მსხვერპლი სექსუალურ ძალადობის მსხვერპლიც გახდა.
აჭარაში 71 პირი გახდა ძალადობის მსხვერპლი, საიდანაც ფიზიკური ძალადობა – 25, ფსიქოლოგიური ძალადობა – 59, სექსუალური ძალადობა – 2 და ერთი პირი იძულების.
გურიაში სულ 1 პირი გახდა ძალადობის მსხვერპლი, ის გახდა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.
ძალადობის მსხვერპლის რაოდენობა თბილისში მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მეტია: 223 შემთხვევა. ამ რაოდენობიდან 44 ადამიანი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, 232 — ფსიქოლოგიური, 2 — ეკონომიკური, 13 — სექსუალური და 5 — იძულების.
ძალადობის შემთხვევების რაოდენობა იმერეთში 35-ს შეადგენს, მათგან 16 ადამიანი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, 34 — ფსიქოლოგიური ზეწოლის და 1 ადამიანი — სექსუალური ძალადობის.
ძალადობის შემთხვევების რაოდენობამ კახეთში 18 შეადგინა, მათგან 3 — ფიზიკური ძალადობის, 23 — ფსიქოლოგიური და 3 შემთხვევა სექსუალური იძულების.
სტატისტიკის მიხედვით, მცხეთა-მთიანეთში დარეგისტრირებულია ძალადობის 4 შემთხვევა, ყველა ფსიქოლოგიური ხასიათის.
სამეგრელო-ზემო სვანეთში დარეგისტრირებულია ძალადობის 15 შემთხვევა, მათგან 2 ფიზიკური და 13 ფსიქოლოგიური ხასითის.
ძალადობის შემთხვევების რაოდენობამ ქვემო-ქართლში 39 შეადგინა, მათგან 37 შემთხვევა ფსიქოლოგიური, 5 ფიზიკური, 2 სექსუალური და 3 შემთხვევა უგულებელყოფის.
შიდა-ქართლში დარეგისტრირებულია ძალადობის 10 შემთხვევა, მათგან 1 ფიზიკური, 10 ფსიქოლოგიური და 1 სექსუალური ხასიათის.
ძალადობის შემთხვევების რაოდენობა შეიძლება არ შეესაბამებოდეს ძალადობის ფორმბის შემთხვევების რაოდენობას, რადგან ძალადობის მსხვერპლი რამდენიმე სახის ძალადობის მსხვერპლი გამხდარა.
ქალები ძალადობის 422 შემთხვევის ობიექტი გახდნენ.
დაპატიმრებული მამაკაცების საერთო რაოდენობა — 402, ქალების — 20.
ძალადობის ერთი შემთხვევა დაფიქსირებულია 13 წლის და უმცროსი ასაკის ასაკობრივ ჯგუფში, 25 შემთხვევა 14-17 წლის ჯგუფში, 66 შემთხვევა 18-24 წლის ჯგუფში, 265 — 25-44 წლის ჯგუფში, და 50 მსხვერპლი 45-60 წლის ასაკობრივ ჯგუფში. ხოლო 61 წელზე მეტ ასაკობრივ ჯგუფში 15 ადამიანი გახდა ძალადობის მსხვერპლი.
13 წლის და უმცროს ასაკობრივ ჯგუფში და 14-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში არცერთი მოძალადე-ქალი არ დარეგისტრირებულა, 2 – 18-24 წლის ასაკობრივ ჯგუფი, 12 – 25-44 წლის ასაკობრივ ჯგუფში და 6 – 45-60 წლის ასაკობრივ ჯგუფში. ხოლო 61 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში არცერთი მოძალადე-ქალი არ არის დარეგისტრირებული.
რაც შეეხება მოძალადე-მამაკაცებს, 13 წლის და უმცროს ასაკობრივ ჯგუფში არცერთი მოძალადე-მამაკაცი არ დარეგისტრირებულა, 14-17 წლის ჯგუფში გამოვლენილია 1 მოძალადე, 18-24 წლის ჯგუფში — 54, 258 შემთხვევა 25-44 წლის ჯგუფში და 72 მოძალადე-მამაკაცი 45-60 წლის ასაკობრივ ჯგუფში. რაც შეეხება 61 წლზე უფროს ასაკობრივ ჯგუფს, გამოვლენილია 17 მამაკაცი-მოძალადე.