შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკა რეგიონების მიხედვით წარმოადგინა. სტატისტიკის მიხედვით ძალადობის ფაქტების რაოდენობით, პირველ ადგილზეა დედაქალაქი თბილისია, ხოლო ძალადობის ფორმებს შორის უფრო ხშირია ფსიქოლოგიური ძალადობა.
2023 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში ძალადობრივი ინციდენტების საერთო რაოდენობამ 207 შეადგინა.
ამრიგად:
აჭარაში სულ 23 პირი გახდა ძალადობის მსხვერპლი, მათ შორის 4 ფიზიკური, 16 ფსიქოლოგიური, 1 სექსუალური და 2 იძულება.
ქვეყანაში ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი ყველაზე მეტი თბილისშია: 126 ადამიანი. აქედან 17 ადამიანი ფიზიკური, 106 ფსიქოლოგიური, 2 სექსუალური და 1 იძულების.
იმერეთში ძალადობის შემთხვევები 17-ია. 17 ადამიანიდან 3 ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო, 13 ფსიქოლოგიური, 2 კი სექსუალური.
3 თვის განმავლობაში, კახეთში ძალადობის 6 შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა ფსიქოლოგიური სახის.
სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ძალადობის ყველაზე ნაკლები შემთხვევა მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა, ფსიქოლოგიური ძალადობის მხოლოდ 1 შემთხვევა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში ძალადობის 10 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 3 ფიზიკური, 7 ფსიქოლოგიური.
სამცხე-ჯავახეთში ძალადობის 4 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 2 ფიზიკური, 2 ფსიქოლოგიური.
ქვემო ქართლში ძალადობის შემთხვევამ 16 შეადგინა, აქედან 3 ფიზიკური და 13 ფსიქოლოგიური.
შიდა ქართლში კი ფსიქოლოგიური ძალადობის 4 ფაქტი დაფიქსირდა.
ძალადობის 179 შემთხვევის მსხვერპლი ქალები არიან.
მამაკაცი მოძალადეების რაოდენობა 173 შეადგინა, ქალების – 7.
რეგისტრირებული ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობა ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით შემდეგია:
13 და ქვევით ასაკობრივ ჯგუფში – 1 მსხვერპლი
14-17 ასაკობრივ ჯგუფში – 3 მსხვერპლი
18-24 ასაკობრივ ჯგუფში – 26 მსხვერპლი
25-44 ასაკობრივ ჯგუფში – 112 მსხვერლი
45-60 ასაკობრივ ჯგუფში – 30 მსხვერპლი
ხოლო 61 წელს გადაცილებულ ასაკობრივ ჯგუფში ძალადობის 6 შემთხვევა დაფიქსირდა.