ახალციხე–ასპინძის დამაკავშირებელ გზაზე, ავარიის შედეგად, სატვირთო მანქანის ავზიდან 23 ტონა გუდრონი (ბიტუმი) დაიღვარა. მასის ნაწილი მტკვარში ჩავიდა. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მდინარიდან წყლის სინჯები აიღეს.

ამ ეტაპზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს დაზიანებული სატვირთო საჯარიმოზე გადაჰყავთ.

45 წლის მძღოლი თურქეთის მოქალაქეა, მას გუდრონი აზერბაიჯანიდან თურქეთში მიჰქონდა. მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა გადაყირავდა. შემთხვევა დღეს, 18 თებერვალს მოხდა.

რა სახის ზიანი მიადგა ბუნებას, ამ საკითხთან დაკავშირებით რედაქცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან ინფორმაციას ელოდება.

 

Sknews