დიდებული აბულისა და მთის მთები, რომელიც ცნობილია ასევე, როგორც აბულ-სამსარიანი, ჯავახეთის სავიზიტო ბარათია. აბულის მთა ბევრისთვის არის ცნობილი, განსაკუთრებით ალპინისტებისთვის, თავგადასავლების მაძიებლებისთვის, ხოლო სამსარის მთიანი ქედი ბევრი ჩვენგანისთვის ენით გამოუთქმელი სილამაზეა.

1

სამსარის მთა ზღვის დონიდან 3 285 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ვულკანური წარმოშობის მთის დიდი ნაწილი კლდეებით არის დაფარული, რომლის სიღრმიდან ცივი წყაროები მოედინება, ხოლო სიმაღლიდან აღუწერელი ხედი იშლება.

2

შორს ბაკურიანის ტყე, ტაბაწყურის ტბა ჩანს, შეუიარაღებელი თვალით შეიძლება კავკასიის მთების, ყაზბეგის, ბიბლიური არარატის დანახვა, თუკი გადაწყვეტთ ღამის გათენებას, თბილისის განათებასაც დაინახავთ, ხოლო შემოდგომით, თუკი ჰორიზონტი სუფთა იქნება, დურბინდით შავი ზღვის დანახვა შეიძლება.

3

აბულ-სამსარიანის მთიანი ქედის ნაწილი დიდი და პატარა ქიოროღლუს ქედს შეადგენს: დიდი ქოიროღლუს მწვერვალზე, კლდეებს შორის, ქიოროღლუს თავშესაფარი იყო, რომელიც ახლა სალოცავ ადგილად არის გადაქცეული. სოფელ სამსარის მოსახლეობა ყვება, რომ მრავალი წლის წინ სოფელ სამსარიდან მოხუცებულმა ქალბატონმა იპოვა ეს სალოცავი, სიზმარში ნახა. დიდი წვალებით, კლდეებზე ცოცვით მივიდა იქ, როდესაც მომლოცველი წმინდა კართან მივიდა, სანთლები აინთო.

4

“ქიოროღლუს” სალოცავის ძირში არის ქვის ნაგებობები. ლეგენდის თანახმად, აქ ქიოროღლუს თავლები მდებარეობდა.

8

მთის ძირში მდებარეობს განუმეორებელი სილამაზის, კრისტალურად სუფთა მრუდე ტბა (სომხურად “წურ გელის” ეძახიან). ეს არის მცირე ზომის ტბა, პატარა ქიოროღლის ტბის მეორე მხარეს არწივები სახლობენ.

6

სამსარის მთიანი ქედი მდიდარია ფლორითა და ფაუნით.

“ყოველ წელს, აგვისტოში, მთის საჩუქრები მწიფდება, რძლები ვემზადებით და ავდივართ მთაზე მოცვისა და ჟოლოს საკრეფად. არ არის ისეთი წელი, რომ მთაზე, რამდენჯერმე არ ავიდეთ. ვაგროვებთ კენკრას და ზამთრისთვის ვინახავთ, ეს ძალიან სასარგებლოა, გრიპის და გაციების დროს ვიყენებთ. ჩვენი მურაბებით კორონავირუსსაც დავძლევთ”, – ყვებიან სოფლის რძლები.

ბოლო ხანებში სოფლის მოსახლეობამ მთებში მტაცებლები შეამჩნია – დათვები, ტახები, ირმები, მგლები და ტურები. ტურები სოფელშიც შენიშნეს. ყოველ ღამით, დაბინდებასთან ერთად მათი ყმუილი ისმის. ქალებს მთაში წასვლის ეშინიათ, მამაკაცების თანხლებით მხოლოდ მანქანებით დადიან, კენკრას აგროვებენ, ხოლო საფრთხის შემთხვევაში მალევე სოფელში ბრუნდებიან.

7

სამსარის მთის მწვერვალზე მდებარეობს სამსარის სომხური ეკლესია – “სურბ ნშან“, რომელიც სარგის ნაჰაპეტიანის მიერ 1983 წელს არის აშენებული. სარგისს ღვთის დიდი რწმენა აქვს, მისი სახლის გვერდზე ეკლესიაში წმინდა გმაილი და ნარეკი მდებარეობენ, რომლებიც მე-19 საუკუნეში ერზრუმიდან არის გადმოტანილი. “სურბ ნშან” ეკლესია მან დედის თხოვნით ააშენა, აქამდე იქ მხოლოდ ქვაჯვარი იყო. მან მარტომ აზიდა სამშენებლო მასალა, რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელია, უზარმაზარი კლდეები დალესა, ერთ თვეში ეს პატარა ეკლესია ააშენა, რომელიც ახლა სალოცავ ადგილად იქცა.

ეკლესიიდან მარცხნივ, მთის მწვერვალზე, დიდი კლდეა. ადგილობრივი მოსახლეობა ყვება, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს (1939 წ), მას თვითმფრინავი შეეჯახა, ამ მიზეზით მთის ამ ნაწილს სოფლის მოსახლეობა “თვითმფრინავის დარტყმას” უწოდებს.

“ინციდენტის მომენტიდან მრავალი წელი გავიდა, მამა ყვებოდა, რომ პატარა სატვირთო თვითმფრინავი, რომელსაც დიდი ალბათობით ხორცი თბილისში გადაჰქონდა, კლდეს შეეჯახა. მფრინავი თვითმფრინავში მარტო იყო, მთები ნისლისა და სიბნელის გამო თითქმის არ ჩანდა. საბედნიეროდ, მფრინავს არაფერი მოუვიდა, მან სოფელ ბეჟანოში შენიშნა და მთებიდან ჩამოვიდა, ხოლო დილით სოფლის მოსახლეობა მას დაეხმარა და თბილისში გაგზავნა. ხოლო დამტვრეული თვითმფრინავის ძრავი უკანასკნელ წლებამდე მთის მწვერვალზე იყო, ახლა იქ აღარ არის, ალბათ მთის უკან გადავარდა”, – ყვება სოფელ პატარა სამსარის ერთ-ერთი მცხოვრები.

სამსარის მთა ბევრს მრავალრიცხოვანი საიდუმლოებით აოცებს, აქ ერთხელ მაინც უნდა მოხვდე და საკუთარი თვალით დაინახო ჯავახეთის სილამაზე.

9