სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია ვაკანტურია, ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლევან ხარაბაძემ თანამდებობა  დატოვა. 

„გიდასტურებთ, რომ სამცხე–ჯავახეთის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობა დატოვა, ეს არის შიდა გადაადგილება“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ვინ იქნება ახალი ხელმძღვანელი ამ ეტაპზე შსს–ში არ საუბრობენ.

ლევან ხარაბაძე, სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს 2019 წლის 11 დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.

Sknews-ის მასალა