ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები დასრულდა, ითვლება ხმები, ფიქსირდება და რეგისტრირდება დარღვევები. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კომენტარს აკეთებენ, თუ როგორ მიმდინარეობს არჩევნები და მათი მომხრეების მიერ არჩევნებზე რა დარღვევები დაფიქსირდა.
სამველ მანუკიანი – “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო”
– ჩვენთან დაფიქსირებულია დარღვევა და საჩივარი სოფელ სათხის საარჩევნო მონაკვეთზე. სხვა დარღვევა არ ყოფილა. საჩივარი ცესკო-ში არ გავგზავნეთ. რა წავუყენოთ, საცოდავი ხალხი, მკვდრებმაც კი ჩვენ მოგვცეს ხმა. მათ საკუთარ სოფელშივე მოვუგეთ. ამ სოფელში სიაში, რამდენი ადაიანის იყო, იმდენმა ადამიანმა მისცა ხმა. სიმართლე გითხრათ, ჩვენ 70%-ს ვვარაუდობდით, მაგრამ ჩვენი გამოთვლებით ხმების 65 % იქნება. ალბათ, დიდი როლი ითამაშა იმან, რომ უკანასკნელ დღეებში დიდ თანხებს არიგებდნენ, მოსახლეობის მხოლოდ 5%-ზე შეძლეს ზემოქმედება. მოხარულები ვართ, რომ მოსახლეობამ მხარი დაგვიჭირა, გვენდო, პატივითა და ღირსებით, არ მოისყიდნენ. სულ რაღაც 5%-ის მოსყიდვა შეძლეს, დანარჩენები, ვინც დაგვპირდა, ხმა მოგვცა. ჩვენ მოსახლეობის მადლობელი და კმაყოფილი ვართ.
თქვენი ოპონენტების მხრიდან იყო ბრალდებები, რომ თქვენ ხალხს ხმის მიცემას აიძულებდით და სახლიდან მოგყავდათ ისინი.
– ჩვენ მოპარული ფული არ გვაქვს, რომ დავარიგოთ. იყო ხელფასები და ფულიც ცოტა იყო, და დარიგებაც შეუძლებელი იყო, ცოტა იყო. მათ მოპარული ფული ბევრი ჰქონდათ და ნორმალურად შეეძლოთ დარიგება. სახელმწიფო პარტიას ფული არასდროს დაურიგებია. როგორ გავიგოთ ფულის დარიგება, ისინი სახლებში დადიოდნენ და არიგებდნენ ფულს, რათა მოსულიყვნენ და მათთვის მიეცათ ხმა. ჩვენ მომუშავეები გვყავდა, რომლებიც ანაზღაურებით მუშაობდნენ. იყო შტაბი, რომელიც მუშაობდა.
ენზელ მკოიანი – საქართველოს პარლამენტში დამოუკიდებელი კანდიდატი
– როგორ შეიძლება ამ შედეგებს შევეგუო, თუკი 2 თვე იყო იმდენი მუქარა, განხორციელებული ზარი, მაშინებდნენ, რათა კანდიდატურა მომეხსნა. ჩემი ძმის ავტომანქანას აფეთქებენ, ფინანსურმა პოლიციამ ჩვენი კომპანიის დოკუმენტები დალუქა და წაიღეს, ყველა ამომრჩეველს აშინებენ, ყველას, მათ შორის მასწავლებლებს, ეძახიან და აშინებენ, და ბოლოს სოფლებში მიდიან, როგორ შემიძლია ამას დავთანხმდე. იყო ზეგავლენაც და სხვა ყველაფერიც. ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, როგორ იცვლიან ტანსაცმელს და ხელმეორედ აძლევენ ხმას… არა, შედეგებს არ ვეთანხმები. ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულია საჩივრები, მათ ნახეს და დაწერეს, ვიდეოც გადაიღეს.
თქვენ სოფლებში ქრთამის დარიგებაში გადანაშაულებენ, გააკეთეთ კომენტარი.
– მე 21 წელია არჩევნებში ვარ და ვიცი, რას ნიშნავს კანონის დარღვევა არჩევნებზე. ვინც ფული მიიღო, უწყისიდან მიიღო. ჩვენ ფონდი გავქვს, ეს ფონდი გაიხსნა და ამ ფონდში ხალხი ფულს გზავნიდა, არა კანონის დარღვევით, არამედ რის უფლებაც აქვთ და ეს ყველა ხარჯი ამ ფონდიდან გაკეთდა. ჩვენ აუდიტს ანგარიში აუცილებლად უნდა ჩავაბაროთ.
თქვენ ამას ქრთამად არ თვლით?
– არა, რა ქრთამი? ადამიანმა მიიღო ანაზღაურება, ხელი მოაწერა უწყისს, ისინი გაფორმებულნი არიან, როგორც აგიტატორები. რაც შეეხება სხვებისთვის ქრთამის დარიგებას – ეს ტყუილია. ასეთი რამ არ არსებობს. პირიქით, ქრთამის აღების მომენტები გადაღებულია (პარტია “ქართული ოცნების” შესახებ) მთავარი არხისა და TV პირველის მიერ, თუ როგორ არიგებენ ფულს სოფელ ხანჩალში და ეშტიაში. მე აქ არაფერ შუაში ვარ.
არსენ კარაპეტიან – დეპუტატობის კანდიდატი პარტია “ევროპული საქართველოდან”
– “იყო შედეგი, რომელიც, როგორც არ უნდა გააპროტესტო, რეალური სიტუაცია არ შეიცვლება. მთლიან საქართველოში სხვა სიტუაციაა. ამიტომ თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყება. ახალქალაქში და ნინოწმინდაში შედეგები ისეთია, როგორიც არის. დავაზუსტოთ, მე არ ვამბობ, რომ კარგია, ან მე მომწონს ან არა. არის ის შედეგი, რომელიც არის. ამ საკითხში მე ვერ მომეწონება პროცენტული შესაბამისობა, მაგრამ მე იმასაც ვაცნობიერებ, რომ ჩვენი ხალხი დღეს “ქართული ოცნებისკენ” უფრო მიისწრაფვის, ვიდრე ოპოზიციისკენ. მე მესმის, რომ გამოყენებულია უდიდესი ადმინისტრაციული ძალა და რესურსი, არის სხვაობა რესურსებში, მაგრამ ეს საერთო სურათს არ ცვლის. ჩვენს რეგიონში “ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარკვა. რაც შეეხება გასაჩივრებას, ჯერ არ გვაქვს მსგავსი განზრახვა, სანამ უწყისს არ შევისწავლით”.
მელიქ რაისიან – პარტია “ეთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატობის კანდიდატი
– მე შედეგებს ძალიან ცუდად ვაფასებ. გასაჩივრების დრო არ არის ჯერ, უწყისის შესწავლაა საჭირო. როგორ მეცოდინებოდა ჩემი შანსები? ეს არჩევნებია, როგორ ხმებსაც იძლევიან – ეს არის. სააკაშვილის სიტყვების შემდეგ – რასაკვირველია, ცუდი შედეგები უნდა იყოს. აქ საიდუმლო არ არის. შსს-მ კარგად იმუშავა, რასაკვირველია, ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულია დარღვევები – ეს სხვადასხვა სახის დარღვევაა.
არტაშეს აკოპიან – პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატობის კანდიდატი
– დარღვევებზე ჯერ არ ვიცი, არ გვინახავს. როგორ შეიძლება შედეგებთან შეთანხმება ან არა, ხალხის არჩევანია ეს. სხვა ვერაფერს გეტყვით. არაფრის გასაჩივრებას არ ვაპირებთ.