საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, დედაქალაქსა და ქვეყნის, რამდენიმე ქალაქში – გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სწავლა 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება, ხოლო კლასებში სწავლება 1-ლი ოქტომბრიდან გაგრძელდება.

რაც შეეხება, ქვეყნის მასშტაბით სხვა სკოლებს, იქ სწავლა პრემიერის გადაწყვეტილებით, 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება.

გახარიას თქმით, ხელისუფლება ამისათვის მზად იყო და წინასწარ ჰქონდა მომზადებული სწავლების ჰიბრიდული ფორმა.

„სწავლება რა თქმა უნდა იწყება 15 სექტემბრიდან დისტანციურად. ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა, რომელიც ყველა ვარიანტში უნდა დაწყებულიყო 15 სექტემბრიდან ყველგან. ამ ჰიბრიდული მოდელის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კლასებში, სხვადასხვა ქალაქებში სხვადასხვა რაოდენობის ბავშვია და ამის გამო იყო გადანაწილებული, ნაწილი დისტანციურად და ნაწილი კლასებში. ახლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ, სწავლა დაიწყება დისტანციურად ყველგან, მაგრამ სასწავლო კლასებში სწავლა დაიწყება 1 ოქტომბრიდან. ისევე როგორც იყო ბათუმსა და ქობულეთში. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ეხება ყველა წრეებს, რომელზეც ბავშვები დადიან და რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც „ინტერპრესნიუსმა” მთავრობის კანცელარიაში დააზუსტა, პრემიერის გადაწყვეტილება, 5 მსხვილ ქალაქში სწავლების 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში, ხოლო 1 ოქტომბრიდან რეალურ სივრცეში განახლებასთან დაკავშირებით, ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს, მათ შორის, 1-4 კლასებს.ა