დღეს, პირველი იანვრის 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, გადაადგილების შეზღუდვები მოხსნილია. ახალი წლის ღამეს შეზღუდვები, როგორც ფეხით მოსიარულე ქვეითთათვის, ასევე ავტომობილებისთვის მოიხსნა.
ამასთანავე, როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები განმარტავენ, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება, გამონაკლისი არის საახალწლო და საშობაო დღის საღამო.
ამ გამონაკლისების მიუხედავად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოსახლეობას მოუწოდებს დღესასწაული ახლო ოჯახურ წრეში აღნიშნონ, რათა თავიდან აიცილონ ინფიცირების რისკი.