საფრანგეთი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გადასცემს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ნატო-ს ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით და უკრანის კონტრშეტევის ფონზე, გადავწყვიტე, უკრაინას გადაეცეს დამატებითი შეიარღება და აღჭურვილობა, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები. ეს მოხდება ჩვენი დოქტრინის დაცვითა და თანმიმდევრულობით, რაც ნიშნავს, რომ უკრაინელებს ექნებათ საშუალება, დაიცვან საკუთარი ტერიტორია. ჩვენ გადავწყვიტეთ, უკრაინას მივაწოდოთ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები“, – განაცხადა მაკრონმა.
მისივე თქმით, ახლა მნიშველოვანია, უკრიანამ მიიღოს გზავნილი, რომ ნატო ერთიანია და შემართებით მოქმედებს, რათა რუსეთმა არ გაიმარჯვოს ამ ომში.