სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი აღინიშნა. ქვეყანაში ბოლო ერთ დღეში 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ადამიანი სხვა დაავადებით გარდაიცვალა.
ასეთი შემთხვევების რიცხვი სომხეთში 25-მდე გაიზარდა. სომხური მედია წერს, რომ უშუალოდ „კოვიდ-19“-ს ქვეყანაში 61 ადამიანი ემსხვერპლა.