კორონავირუსისგან მსოფლიოში მილიონზე მეტი ადამიანი განიკურნა  

კორონავირუსისგან მსოფლიოში მილიონზე მეტი ადამიანი განიკურნა  

მთელის მსოფლიოში, კორონავირუსისგან მილიონზე მეტი ადამიანი განიკურნა. სტატისტიკას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.

უნივერსიტეტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსი 3 231 701 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 1 004 483 გამოჯანმრთელდა.

შესაბამისად, ინფიცირებულების მესამედმა შეძლო Covid- 19 დაძლევა.

ყველაზე მეტი განკურნებულია ესპანეთში – 137 984. მეორე ადგილზეა აშშ, სადაც კორონავირუსისგან 124 449 ადამიანი განიკურნა. მესამეზეა გერმანია – 123 500 განკურნებულით.

მთელი ამ დროის განმავლობაში კორონავირუსს 229 447 ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა, 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში დარეგისტრირდა.

 

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე