ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გაზგამანაწილებელი კომპანია SJGC, ეშტია-ნინოწმინდა, ახალი გაზსადენის მშენებლობას მომავალ თვეს დაიწყებს. 2024 წელს ხულგუმო-თოთხამის ახალი ხაზის აშენებას გეგმავენ, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გაზის განაწილებას გააფართოებს.

გაზგამანაწილებელი კომპანიის SJGC-ის დირექტორმა ვრეჟ ბერიკიანმა Jnews-თან საუბარში განმარტა, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ახალი ხაზის მშენებლობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყება. მისი სიგრძე დაახლოებით 14 კმ იქნება. სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება.

პირველ ეტაპზე ეშტია – სათხის ხაზი აშენდება, მეორე ეტაპზე – სათხა-ნინოწმინდის ხაზი.

სამშენებლო პროექტი მზად არის. პირველი ხაზისთვის დაახლოებით 650 000 ლარია გათვალისწინებული, მეორე ხაზისთვის – დაახლოებით 700 000 ლარი.

ვრეჟ ბერიკიანის თქმით, მთელი ხაზი მომავალ წელს იქნება მზად.

„სამუშაოს პირველი ეტაპის პროექტი გვაქვს. მერიიდან ნებართვა მივიღეთ. მეორე ეტაპის პროექტს ამჟამად ადგენენ. როგორც კი მზად იქნება, ნებართვას ავიღებთ და მუშაობას შევუდგებით. ხაზს იმიტომ ვაშენებთ, რომ გაზის მოცულობა გავზარდოთ. გორელოვკასა და მიმდებარე სოფლებში გაზი საკმარისი უნდა იყოს. ამ სოფლებში (სათხასთან)  გაზის დეფიციტი იგრძნობოდა და მშენებლობით ეს საკითხიც მოგვარდება“, – განმარტა ვრეჟ ბერიკიანმა.

მისი თქმით, 2024 წელს SJGC ახალქალაქის მუნიციპალიტეტში თოთხამი-ხულგუმოს ახალი ხაზის აშენებას გეგმავს, რათა განაწილების სისტემას ხელი შეუწყონ. ჯავახეთში არსებული გაზსადენი კიდევ უფრო მეტი აბონენტების დაკმაყოფილების საშუალებას არ იძლევა. იგი გადის იმ მოცულობას, რომლებიც დიამეტრის გამო უფრო დიდი რაოდენობის აბონენტებისთვის გათვალისწინებული არ არის. ამიტომ კომპანია გაზის აბონენტთა რაოდენობის უფრო დიდ ნაწილზე განაწილების შესაძლებლობებს ზრდის.