ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დღეს, 11 ოქტომბერს, კორონავირუსის 25 შემთხვევა გამოვლინდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო, რამდენიმე თვის განმავლობაში ახალქალაქში დღეში სულ მცირე 1-დან 3 შემთხვევამდე ვლინდებოდა, მაქსიმუმ – 6-7.
ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა დღეს, 11 ოქტომბერს ჩაატარა 209 ანტიგენის ტესტი, მათგან 25 დადებითი პასუხით.
ახალქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი ნახევარ დღეში გაიზარდა. კორონავირუსის გამო მუნიციპალიტეტის 4 საჯარო სკოლა დისტანციურად მუშაობს. ახალქალაქში დაიხურა 2 საბავშვო ბაღი და N2 საბავშვო ბაღის მეორე ჯგუფი.