ახალქალაქის გარეუბანში, საკუთარი სახლების მცხოვრებმა ეზოში რამდენიმე დღის წინ ორი დიდი გველი შენიშნეს. ამ სახლის მცხოვრებლებმა არ იციან სად მიმართონ, რომ დაიჭირონ, ან თუნდაც დაადგინონ გველები შხამიანი არიან თუ არა.

ახალქალაქის მცხოვრები რამდენიმე დღეა ორ შავ გველს ადევნებს თვალს. ზოგიერთი ნაცნობი ამტკიცებს, რომ ეს არის შავი გველი (არა შხამიანი გველი), თუმცა, ზოგი ამტკიცებს, რომ ეს არის შხამიანი გიურზა. გველების სიგრძე, სახლის მცხოვრებთა თქმით, დაახლოებით 1 მეტრია.

მოსახლეობამ გადაუდებელი დახმარების სამსახურს – „112“-ს მიმართა, თუმცა მათი თქმით, ვერანაირად ვერ უშველეს, ამიტომ მერიას მიმართეს. მაგრამ მერიასაც აკლია შესაბამისი სამსახურები და სპეციალისტები. საქართველოში არ არსებობს გველისგან საშიშროების სწრაფი რეაგირების ან პრევენციის სისტემა, თუმცა ქვეყანაში 24-მდე სახეობის გველი არსებობს, აქედან ოთხი შხამიანია: გიურზა, სტეპის გველგესლა, კავკასიური გველგესლა და ცხვირრქოსანი გველგესლა.

სახლის მცხოვრებლებს ეშინიათ შვილების ეზოში გაშვება და არ იციან რას უნდა ელოდონ მათგან. მეპატრონე წუხს, რომ გველებმა შესაძლოა ბუდე გაიკეთონ და ისინი მუდმივი სტრესის ქვეშ აღმოჩნდნენ. ის აპირებს ვინმეს მოძებნას, ვინც დაეხმარება გველების დაჭერაში და მისი სახლიდან შორს წაყვანაში.

გველის ნაკბენი: როგორ მივიღოთ სწორი პირველი დახმარება