ახალქალაქის, ილია ჭავჭავაძის სახელობის N3 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები გამო, მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება კვლავ სხვა სკოლაში მოუწევთ.
ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლაში უკვე მეორე წელია მიდის რემონტი. სკოლის ახალი, სამსართულიანი შენობა 2012 წელს აშენდა, მაგრამ კაპიტალურ რემონტს საჭიროებს. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება, მაგრამ სკოლის შიდა ინტერიერის მოწყობის სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.
Jnews-ი რეგულარულად აშუქებს სკოლის სარემონტო სამუშაოების პროცესს, რათა გაარკვიოს, მოსწავლეები ბოლოს და ბოლოს, როდის შეძლებენ თავიანთ სკოლაში დაბრუნებას.
“შეთანხმების თანახმად, სამუშაოები უნდა დასრულდეს ნოემბრის ბოლომდე. იძულებულნი ვართ ახალი სასწავლო წელი ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში დავიწყოთ, რადგანაც ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი”, – განაცხადა N3 საჯარო სკოლის დირექტორმა, თამარ ოძელაშვილმა.
დავით ოძელაშვილის თქმით, კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც შენობას არემონტებენ, აცხადებენ, რომ სამუშაოები 15 სექტემბრისთვის, სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება. შენობის გარე სამუშაოები უკვე დასრულებულია, დარჩენილია მხოლოდ სკოლის შიდა ინტერიერის რემონტი.
სკოლა მუნიციპალური განვითარების ფონდის სახსრებით რემონტდება. საქართველომ ფინანსური დახმარება ჩრდილოეთის ეკოლოგიური ფინანსური კორპორაციისგან (NEFCO) მიიღო საქართველოში საზოგადოებრივი შენობების ენერგოეფექტიანობის ამაღლებისა და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების პროგრამების განსახორციელებლად. სარემონტო სამუშაოების ელექტრონული ტენდერი შპს “მედმშენმა” მოიგო.
სკოლის შენობა სექტემბრისთვის უნდა იყოს მზად.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის N3 ქართული სკოლა 2012 წელს სამშენებლო კომპანია “ხურომ” ააშენა. შენობა მრავალფუნქციურია. მის ერთ ნაწილში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა მდებარეობს. სკოლის სპორტულ დარბაზში ანსამბლი “მურჯი” ფუნქციონირებს.
ვარდუი კურგინიანი