საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში 13 წლის ბავშვზე კაცმა იძალადა, მომხდარის შესახებ კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ორსული ბავშვი დედამ კლინიკაში მიიყვანა.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია „მთავარ არხმა“ დღეს, 30 ივნისს გაავრცელა.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რაც 16 წელს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს. ეს დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.